რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
აგარის კულტურის სახლის 2 მილიონიან ტენდერზე დავა გრძელდება
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას მიკერძოებაში
ადანაშაულებენ.
კომპანია ,,სათავე პლიუსის'' წარმომადგენლის განცხადებით, სატენდერო კომისია არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, ხოლო ყოველგვარი შესწავლისა და შეფასების გარეშე, გამოცდილ კომპანიას აძლევს დისკვალიფიკაციას.
დაბა აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2024 წლის ივლისში გამოცხადდა, თუმცა დავა ამ დრომდე არაა დასრულებული.
თავდაპირველად, სატენდერო კომისიის უმრავლესობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ,,სათავე პლიუსის'' დისკვალიფიკაციის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გასაჩივრდა. შესყიდვების სააგენტომ დაავალა ქარელის მერიას, რომ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.
2024 წლის ოქტომბერში ქარელის მერიის სატენდერო კომისიამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ახალი გადაწყვეტილებით კომპანია ,,სათავე პლიუსს'' კვლავ დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა ამ შემთხვევაში 13 წევრიდან ხელს 6 წევრი აწერს.
სატენდერო კომისიის ახალი ოქმის მიხედვით, კომისიის წევრების უმრავლესობა შვებულებაში იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებმა შვებულებები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით აიღეს.
კომპანია ,,სათავე პლიუსმა'' ახალი საჩივარი შეიყანა შესყიდვების სააგენტოში. საჩივრის მიხედვით, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს უმრავლესობით.
აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთი კომპანია იბრძვის. ეს არის სამშენებლო კომპანია ,,მაქსიმო''. ,,მაქსიმო'' მერიას სთავაზობს, რომ პროექტს 1,77 მლნ ლარად შეასრულებს, ხოლო ,,სათავე პლიუსი'' - 1,69 მლნ ლარად.

ამავე კატეგორიაში
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები