რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
დადგინდა, რომ გორში 3 პაციენტი ,,კოვიდის მართვის პროგრამას'' შეცდომით მიაკუთვნეს
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უარი თქვა 3 პაციენტის დაფინანსებაზე, რომელიც გორის საავადმყოფოს ადმინისტრაციას ,,კოვიდის მართვის პროგრამაში'' ჰყავდა აღრიცხული.

სააგენტომ სულ ოთხი პაციენტის მკურნალობის ისტორია შეისწავლა. თავდაპირველად, ჯანდაცვის სააგენტომ ოთხივეს დაფინანსებაზე თქვა უარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეოთხე პაციენტის ისტორია არასრულყოფილად იყო შესწავლილი.

გორის საავამდყოფოს ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კლინიკის წარმომადგენლის მოთხოვნა. სასამართლომ დაადგინა, რომ ოთხი პაციენტიდან მხოლოდ ერთი ეკუთვნოდა კოვიდის მართვის პროგრამას.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მეოთხე პაციენტი შპს "გ...ში" შევიდა 2021 წლის 10 თებერვალს. პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო დადებითი, განესაზღვრა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება და დაეწყო შესაბამისი მკურნალობა.

ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს მეოთხე პაციენტის შესახებ ლაბორატორიული დასკვნა არ გააჩნდა, თუმცა სწრაფი ტესტის პასუხი კლინიკაში არსებობდა.

სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ჯანდაცვის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგისას მეოთხე პაციენტის დადებითი ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიძია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს, მონიტორინგისას მეოთხე პაციენტის შესახებ დოკუმენტაცია სათანადოდ უნდა შეესწავალა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სკვერი ოთხი წლის წინ მოეწყო,
თუმცა სოფელში ბავშვები არ არიან.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სკვერი ოთხი წლის წინ მოეწყო, თუმცა სოფელში ბავშვები არ არიან.
02:11 / 21.11.2025
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა
და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
23:39 / 19.11.2025
ქალაქ გორში ბოლო ერთ წელიწადში ასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა იმ
მიზეზით, რომ ამტვერებადი მასალა გადაჰქონდათ გადაუხურავი
სატრანსპორტო საშუალებით.
ქალაქ გორში ბოლო ერთ წელიწადში ასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა იმ მიზეზით, რომ ამტვერებადი მასალა გადაჰქონდათ გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით.
01:57 / 19.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.