რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ლექსო მერებაშვილის დახმარებით ბიბლიოთეკის თანამშრომელმა მერიას დავა მოუგო
გორის მერიას, ყოველთვიურად, 395 ლარის ანაზღაურება და კომპენსაციის სახით, 4700 ლარის გადახდა დაეკისრა იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც 2022 წლის 1 მაისს გაათავისუფლეს.

საქმე საბავშვო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელის, ლექსო მერებაშვილის დახმარებით, აწ უკვე ყოფილ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მერიას სასამართლო დავა მოუგო. გადაწყვეტილება საბოლოოა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2022 წლის აპრილში, გორის მერიის კულტურისა და განვითარების სააგენტოში ჩატარდა რეორგანიზაცია. გაუქმდა საბავშვო ბიბლიოთეკა, ხოლო იქ მომუშავე თანამშრომლების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა.

საბავშვო ბიბლიოთეკის ყოფილ ხელმძღვანელს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა უვადოდ. რეორგანიზაციის შემდეგ კი სამსახურის გარეშე დარჩა.

სამსახურის გარეშე დარჩენილმა ბიბლიოთეკარმა შელახული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა.

საარჩელო მოთხოვნაში აღნიშნული იყო, რომ იგი ითხოვდა სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას და კომპენსაციის დაკისრებას.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა; კერძოდ, გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; 2022 წლის 1 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა ყოველთვიურად 395 ლარის ოდენობით (დარიცხული სახით) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 4 740 ლარის (დარიცხული სახით) ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

გორის მერიის კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მხოლოდ, კომპენსაციის ნაწილში. სასამართლოს აზრით, ვინაიდან ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი უკვე საპენსიო ასაკში იყო და სხვა სამსახურს დიდი ალბათობით ვეღარ იშოვიდა, მისთვის 2-თვიანი კომპენსაციის ნაცვლად 1-წლიანი კომპენსაცია უნდა ანაზღაურებულიყო.

როგორც აიპის იურისტი, გელა მამუკაშვილი გვეუბნება, ყოველთვიურად 395 ლარის ანაზღაურების ნაწილი აღარ გაასაჩივრეს, იმიტომ, რომ დიდი ალბათობით მომდევნო პროცესებზე საქმე ბიბლიოთეკარის სასარგებლოდ გადაწყდებოდა და ასანაზღაურებული თანხის რაოდენობა მოიმატებდა:

,,ჩვენ თითქმის ერთი წლის თანხა სრულად ავანაზღაურეთ. სამსახურში აღდგენა ვეღარ მოხერხდებოდა, რადგან ეს სამსახური აღარ არსებობდა. თუმცა, რომ მოსულიყო ჩვენთან და დაგვლაპარაკებოდა თავის დროზე, შესაძლოა, გამოძებნილიყო მისთვის შესაფერი ადგილი. როგორც ვიცი, 8 თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული და აქედან 7 თანამშრომელი მოვიდა და დაგველაპარაკა. ისინი დასაქმდნენ. ეს ქალბატონი არ მოვიდა და არჩია სასამართლოს გზის დავის დაწყება'' - გვეუბნება აიიპის იურისტი.

რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, მერიამ ეს ნაწილი გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ:

უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით:

,,პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკის საპენსიო ასაკი (რაც გარკვეულწილად ამცირებს შრომის ბაზარზე მოსარჩელის დასაქმების ალბათობას), ასევე, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის ხარისხი და შესაბამისად მართებულად განსაზღვრა, სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, მოსარჩელისათვის 12 თვის ხელფასის - 4 740 ლარის (დარიცხული სახით) ანაზღაურება.''- ვკითხულობთ გადაწვვეტილებაში.


ამგვარად, ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის სასარგებლოდ, მერიას დაეკისრა  1 წლის ხელფასის ოდენობის თანხის ანაზღაურება და 1 წლის ოდენობის კომპენსაციის გადახდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.