ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობს. მოტივაციას კი ოჯახი და ახლო გარემოცვა აძლევს, ისინი ვინც მუდამ მის გვერდით დგანან.
„პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან. ზოგადად ჩვენ გორში, ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობთ, რადგან სამწუხაროდ ჩვენს ნაკრებს არ აქვს საკუთარი დარბაზი და აქედან გამომდინარე მეტად გვიძნელდება ისეთი საერთაშორისო ტურნირებისთვის მომზადება, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც ბულგარეთში, სექტემბრის თვეში გაიმართება.“-ამბობს გიორგი ფარეხელაშვილი
24 წლის სპორტსმენი, სათემოდან გორში ყოველ მეორე დღეს დადის.
გიორგი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და წუხს, რომ
მისთვის ასე სიარული მოუხერხებელია.
„ ძნელია როცა დარბაზიდან დაღლილი გამოდიხარ და ისევ სამარშუტო ტაქსით
გიწევს სახლში დაბრუნება. მაგრამ მაინც არ ვნებდები. სირთულე
ყოველთვის მეტ ძალას მაძლევს. სპორტით ბავშვობიდან ვიყავი
დაინტერესებული. აქტიურად 2019 წელს ჩავერთე, როცა მკლავჭდზე
მივედი. მალევე საქართველოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე, სადაც ოქროს
მედალი ავიღე. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი პროფესიონალურ სპორტში
ჩართვა. ძალიან დიდი სტიმული მომეცა და ვარჯიში უფრო შემართებით
დავიწყე. შემდეგ კოვიდმა ყველაფერი გააჩერა, მათ შორის ჩვენი ნაკრებიც
თუმცა მე ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია. დარბაზები, რომ დაიკეტა მე
სახლში ვვარჯიშობდი, რაშიც მეგობრები და ოჯახისწევრები
მეხმარებოდნენ.“-ამბობს გიორგი ფარეხელაშვილი
მკლავჭიდელი ფიქრობს, რომ პარასპორცმენები ხელშეწყობის პირობებში უფრო
მეტ შედეგს დადებდნენ, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ აქვთ.
„ ვთვლი, რომ პარასპორტის განვითარებისთვის საჭიროა მეტი მონდომებული
პარასპორტსმენი და რაც ყველაზე მთავარია პარასპორტსმენებისთვის
განკუთვნილი ინვენტარი, რაც ნაკლებად არის გორის დარბაზში. არ გვაქვს
მჯდომარე კატეგორიისთვის განკუთვნილი მაგიდები, ამიტომ ძალიან უჭირთ
ვარჯიში ეტლით მოსარგებლე სპორტსმენებს.“-აღნიშნავს პარასპორტსმენი
გიორგი ფარეხელაშვილი.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე




საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები