რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
საკრებულოში დავით რაზმაძის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორის საკრებულოში თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

საკრებულოს წევრის, ბექა ქორჩილავას განცხადებით, დავით რაზმაძეს არაერთხელ გაუკეთებია პრორუსული და მოღალატეობრივი განცხადებები. თუმცა, გუშინ გამოქვეყნებული ინტერვიუ, სადაც იგი მადლობას უხდის ოკუპანტებს 2008 წლის ომის დღეებში გორში შემოსვლისთვის, ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება.

,,ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ რაზმაძემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს დაკავებული თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულომ მისი იმპიჩმენტი უნდა განახორციელოს.'' - აცხადებს ბექა ქორჩილავა.

მისი განმარტებით, იმპიჩმენტისთვის საკმარისია საკრებულოს წევრთა 12 ხმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის გარდა, დამატებით საჭიროა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრთა 3 ხმაც. ფრაქციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად მათი მხარდაჭერასაც მოიპოვებენ.

,,მოვუწოდებთ გორის საკრებულოს სრულ შემადგენლობას – მათ შორის „გახარია – საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, ვისთვისაც მტკივნეულია რუსი ოკუპანტების ქმედებები საქართველოში: იხელმძღვანელონ სინდისითა და პატრიოტიზმით და მხარი დაუჭირონ დავით რაზმაძის, როგორც კორუმპირებული და პრორუსი ჩინოვნიკის, თანამდებობიდან გათავისუფლებას.'' - წერს ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ბექა ქორჩილავა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა
ატრაქციონები,
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა ატრაქციონები,
01:51 / 26.09.2025
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
"ფერმასა და ჩანგილარში წყლის მარაგი დღე-ღამეში 300 ტონა იქნება,"
01:49 / 22.08.2025
,,ხმა რომ ამოვიღე წყლის პრობლემაზე, გენახათ რა პირით მლანძღეს,
პროვოკატორი ხარო..
,,ხმა რომ ამოვიღე წყლის პრობლემაზე, გენახათ რა პირით მლანძღეს, პროვოკატორი ხარო..
01:45 / 22.08.2025
გორის მერიიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც დონორ
ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე მუშაობდა.
გორის მერიიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე მუშაობდა.
01:43 / 22.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.