რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის
უფლება მოითხოვა. ერთი განცხადების გარდა, ყველა დაკმაყოფილდა.
ბაღების თანამშრომლებმა განცხადებით, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, გიორგი შათირიშვილს მიმართეს. შათირიშვილის ინფორმაციით, მეორე სამსახურის შეთავსებაზე თანხმობის წერილი 114 თანამშრომელზე გაიცა, ხოლო 1 თანამშრომელი უარით გაისტუმრეს. უარის მიზეზი ,,ქართლის ამბებისთვის'' ამ ეტაპზე უცნობია.
შათირიშვილი ამ საკითხზე დეკემბერში საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებს, როდესაც მისი 1-წლიანი მუშაობის შედეგები განიხილება. განხილვამდე ანგარიში საკრებულოს წევრებს წერილობით გაუგზავნა.
ცნობისათვის, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით, საჯარო სამსახურში მომუშავე პირებს სხვა ანაზღაურებად საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესდათ. კერძოდ, მათ კერძო სექტორში მუშაობა შეუძლიათ მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით.
კანონის მიღებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არაა ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება“. - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
გორის მერი ითხოვს, რომ ტყვიავიდან ტირძნისამდე გზის მონაკვეთს
„მშვიდობის ქუჩა“ ეწოდოს
გორის მერს საკრებულომ მისცა უფლება ჰყავდეს სამი მოადგილე, თუმცა
უმაღლესი კლასის ავტომობილის გამოყენების უფლება თავდაპირველად მხოლოდ
ორ მათგანს ჰქონდა
გორში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიუსაფარ
ცხოველებში ჭირი გავრცელდა
სააქტო დარბაზი მერიის შენობაში მდებარეობს. გუშინ აქ გამართულ
შეხვედრას ხაშურის მერი ესწრებოდა
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები