რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მოწმეზე ზემოქმედების ბრალლდებით დაკავებულ პირს 10 000 ლარი ჯარიმა დააკისრეს
გორის სასამართლომ ცრუ ჩვენების ორგანიზებაში ბრალდებული პირი გაამართლა და წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიცირა.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებული დამნაშავედ ცნობილ იქნა მხოლოდ ნაკლებად მძიმე – სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, რაც მოიცავს მხოლოდ მოწმის დაყოლიებას და გამორიცხავს ორგანიზებას.

სასჯელად განესაზღვრა 10 000 ლარის ჯარიმა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო ამავე სასჯელად ჩაითვალა და ჯარიმის გადახდა აღარ დასჭირდა.

პროკურორი ია მეფარიშვილი ითხოვდა უფრო მძიმე – 25,370-ე მუხლით — დამნაშავედ ცნობას. მისი თქმით, საქმეში აშკარად იკვეთებოდა ფართო, ორგანიზებული ჩარევა: ადვოკატთან კოორდინაცია, მასალების მოპოვება, მოწმეების „გაასაუბრება“ და სხვა ქმედებები.

პროკურორმა თავდაპირველი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენი.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული მოწმეებს შეხვედრებისას სთხოვა, შეეცვალათ გამოძიებისთვის ადრე მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოში ეთქვათ ის, რაც მის მიერ გამოგზავნილ ტექსტში იყო მითითებული. პროკურორის ცნობით, წინასწარ მომზადებულ ტექსტებს ბრალდებული მოწმეებს “Messenger“-ით უგზავნიდა.

საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა; რომ ბრალდებული მარტო მოქმედებდა და თავად ცდილობდა მოწმეების დაყოლიებას: უგზავნიდა ინსტრუქციებს, არწმუნებდა, რომ პრობლემა არ შეექმნებოდათ, და საბოლოოდ მოწმეებმა სასამართლოში თქვეს ზუსტად ის, რაც მის ტექსტებში ეწერა; მათ შორის ჰქონდათ მტკიცებაც, რომ დაჭრის ეპიზოდის დროს დანა არ უნახავთ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა,
დაშავდა 3 ადამიანი.

აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი.

13:30 / 28.08.2026
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე
გავიდეს.
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე გავიდეს.
11:12 / 28.08.2026
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული
აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული
დემონსტრანტები.
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები.
10:18 / 28.08.2026
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები
დარჩა.
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დარჩა.
18:06 / 24.08.2026
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის
წარმომადგენელი ხელს აწერდა
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის წარმომადგენელი ხელს აწერდა
16:00 / 24.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.