რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
კომპანია „კანიონი“ კასპში, ,,შიმშილას" ტერიტორიაზე, მტკვართან ახლოს ასფალტის ქარხნის აშენებას ითხოვს
კომპანია „კანიონი“ კასპში, ,,შიმშილას" ტერიტორიაზე, მტკვართან ახლოს ასფალტის ქარხნის აშენებას ითხოვს.

კომპანიის დირექტორი, დავით ჩაგელიშვილი ანგარიშში წერს, რომ ქარხანაში 5 ადამიანი დასაქმდება.

,,თუ პროექტი არ განხორციელდა — ეს 5 ადამიანი სამსახურს ვერ მიიღებს." - აღნიშნულია მის წერილში.

კომპანია გეგმავს, რომ უშუალოდ ჩაერთოს ადგილობრივი გზების კეთილმოწყობაში. მისი განცხადებით, თუ გარემოზე მიყენებული ზიანის მიზეზით ქარხნის მოწყობის ნებართვას არ მისცემენ, მაშინ გარემოს სხვა ფაქტორები მიაყენებს ზიანს, კერძოდ:

,,ერთი მხრივ — არ იქნება დაბინძურება (ჰაერი, ხმაური და სხვა ზემოქმედება), მაგრამ მეორე მხრივ — ასფალტი მაინც საჭიროა და მისი ჩამოტანა სხვა ქალაქიდან მოუწევთ, რაც ნიშნავს: უფრო მეტი სატვირთო მანქანა იმოძრავებს კასპის გზებზე, მეტი გამონაბოლქვი (ჰაერის დაბინძურება) იქნება. გამოიწვევს მეტ ხმაურს. გაიზრდება ავარიების რისკი და გაიზრდება ხარჯები". - განმარტავს ჩაგელიშვილი.

დავით ჩაგელიშვილი ,,ქართული ოცნების" შემომწირველია, 2024 წელს 30 000 ლარი აქვს შეწირული.

კომპანია ,,კანიონის" 100%-იან წილს ფლობს შპს ,,ჩაგელა", რომლის მფლობელი ლევან ჩაგელიშვილია. მასაც 20 000 ლარი აქვს შეწირული ,,ქართული ოცნებისთვის". ლევანი და დავითი ერთ მისამართზე ცხოვრობენ.

შპს ,,ჩაგელა" მონაწილეობს კასპის მერიის საგზაო ტენდერებში. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული ამბავი სოფელ გომის გზის ტენდერს უკავშირდება. კასპის მერიამ ,,ჩაგელა" გამარჯვებულად გამოაცხადა, მაგრამ შედეგები ,,ელიტ ბილდერს გრუპმა" გაასაჩივრა. საჩივრის განხილვის დროს შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ კასპის მერიამ ხელი შეუწყო ტენდერში ,,ჩაგელას" გამარჯვებას, კერძოდ დააზუსტებინა დოკუმენტაცია კანონის დარღვევით. ,,ჩაგელა" ირწმუნებოდა, რომ ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული იყო და ახალი არაფერი გაუკეთებია.

თუ ,,კანიონს" ქარხნის აშენების უფლებას მისცემენ, მის მასალას ,,ჩაგელა" გამოიყენებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო
სასამართლოს
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო სასამართლოს
20:53 / 05.04.2026
ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
09:49 / 01.04.2026
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის
სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
18:08 / 31.03.2026
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი
კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
13:05 / 31.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.