რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ახალი ტექნიკა გაკეთებული საქმეების გასაშუქებლად კასპის მერიაში
კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ პიარსამსახურისთვის დრონი
და ლინზებიანი ფოტოაპარატი შეიძინა. ჯამში 10 600 ლარი ბიუჯეტიდან
გადაიხადა.
2026 წლის მაისში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით,
დრონში გადაიხადეს 3600 ლარი, ხოლო ლინზებიან ფოტოაპარატში - 7000
ლარი.
ზუსტად, ამ რაოდენობის თანხა დაიხარჯა სოფელ ჩოჩეთში,
სადაც სოფლის პროგრამით სასაფლაოზე ორი საპირფარეშო
ააშენა.
სოფლის პროგრამით, წელიწადში თითო სოფლისთვის 10 000 ლარია
გათვალისწინებული.
კასპის მერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოფელ სასირეთში
მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ სიამოვნებს, როდესაც საკუთარ გაკეთებულ
საქმეებს უყურებს.
,,ჩემ გაკეთებულ საქმეებს რომ ვუყურებ, მსიამოვნებს", -
განაცხადა 2025 წელს, რომლის ვიდეოჩანაწერი ,,ქართლის ამბებმა"
გამოაქვეყნა.
2026 წლის 6 მარტს, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა
ანგარიში, სადაც წერია, რომ კასპის მერიის მიერ განხორციელებული
პროექტები არასასიამოვნოდ გამოიყურება. კერძოდ, ის ობიექტები,
რომელზეც 6.3 მლნ ლარი დაიხარჯა, ერთ წელიწადში
დაზიანდა.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ 2022-23 წლებში
გაკეთებული საქმეები უკვე დაზიანებული იყო 2024 წელს,
კერძოდ
- სამთავისში — საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებულია კედლები და ჩამოყრილია პლასტიკატი.
- აღაიანში — მისასვლელ გზაზე აღინიშნება ბზარები და გზის საფარის დაზიანება.
- გუდალეთი — მისასვლელ გზაზე დაზიანებულია გზის საფარი რამდენიმე ადგილზე
- გუდალეთი — სათავე ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია.
- გამდლისწყარო — ასფალტბეტონის საფარზე აღინიშნება ბზარები.
- ოკამი — სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებულია კედლები.
- თოგოიანი — სანიაღვრე არხის ფილები არასწორად არის ჩალაგებული და სისტემა არ არის მიერთებული ქსელთან.
- გრაკალი — სარწყავი სატუმბო სისტემის ლითონის ელემენტებზე აღინიშნება კოროზია და ნაწილობრივი შეღებვის პრობლემა.
- სასირეთი — სარწყავ არხზე აღინიშნება ბზარები, წყლის ჟონვა და ამოღებული გრუნტის არასრული გატანა.
- სადგურ მეტეხი — საცხოვრებელ კორპუსში წყალგამტარი სისტემა გაუმართავია და ბინაში წყალი ჩადის.
- მეტეხი — სპორტული მოედნის ღობე დაზიანებულია და კოროზირებულია.
- კასპი — დამაკავშირებელ გზაზე აღინიშნება მრავალწერტილოვანი დაზიანება და უხარისხო შეკეთების კვალი.
- კასპი — მიკრორაიონის სკვერში დაზიანებულია ფილები, ლამპიონები და სკამები.
- თელადგორი — ჭაბურღილისა და რეზერვუარის სისტემაში საქლორატორო არ მუშაობს
ამავე კატეგორიაში
გორის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრები კონდიციონერების
ჩართვას ითხოვენ.
გზის საერთო მონაკვეთის დაახლოებით 4 კილომეტრი, მეფისქალაქიდან
ჭყოპიანამდე, კვლავ მოსაწყობი დარჩება.
გორში, კვერნაკის დასახლებაში ენერგობლოკს ცეცხლი
გაუჩნდა.
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის
„დილამ“ სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები