რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,საუკუნის ექიმის წოდება" ნინო ჭუმბურიძე-არეშიძეს
გორის სამხედრო ჰოსპიტლის თერაპიული სამსახურის
ხელმძღვანელს ნინო ჭუმბურიძე-არეშიძეს მედიცინაში შეტანილი
წვლილისთვის ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ „საუკუნის ექიმის“ წოდება
მიანიჭა.
ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ექიმთა ლიგამ
ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თამარ
ბოჭორიშვილიც დააჯილდოვა.
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დირექტორთა საბჭომ ჯილდოები
ლიგის მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე გადასცა, რომელიც ევროპისა და
აზიის ქვეყნების სამედიცინო საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების
მონაწილეობით გაიმართა.
კონფერენციაში სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფიც
მონაწილეობდა. სამი მოხსენება წარადგინეს თერაპიული სამსახურის
ხელმძღვანელმა ნინო ჭუმბურიძე-არეშიძემ, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური
სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ბოჭორიშვილმა,
ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგმა მაია ელბაქიძემ და თერაპიისა და
ფსიქონევროლოგიის განყოფილების ექიმმა-ტოქსიკოლოგმა გიორგი
ოქრიაშვილმა.
ჰოსპიტლის სამეცნიერო სესია მოიცავდა თანამედროვე
მედიცინის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის კვებითი აშლილობების
გამოწვევებს, პირის ღრუს ანთებითი პათოლოგიის კავშირს გულის იშემიური
დაავადების რისკთან, ვიტამინ B12-ის როლსა და თანამედროვე
მნიშვნელობას, ასევე რიცინს, როგორც თანამედროვე ბიოტერორიზმის
ერთ-ერთ საფრთხეს.
ამავე კატეგორიაში
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით
მოძრაობენ.
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ვიდეოს აქვეყნებს
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული
და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო
მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში
დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს
შსს-ს გადასცა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები