ახალი ამბები
გორის მერი ახალ ,,ზებრებს" 3 წლიან გამძლეობას ჰპირდება
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის
მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს
თითქმის ყველგან წაშლილია. შესრულებულ სამუშაოებზე 1-წლიანი
საგარანტიო ვადა ვრცელდებოდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გორში ქვეითთა გადასასვლელები,
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დაიხაზა. მაშინ სამუშაოები
შპს „გზაჯვარედინმა“ 150 000 ლარად შეასრულა, ბოლო მიღება-ჩაბარების
აქტი გაფორმებულია 2024 წლის დეკემბერში.
მოქმედი მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოქალაქეებს ჰპირდება,
რომ ახალი, 2026 წელს გაკეთებული „ზებრები“ უფრო გამძლე იქნება და
მინიმუმ 3 წელს გაძლებს.
ქვეითთა გადასასვლელების ხელახლა დახაზვაზე ბიუჯეტიდან 550
000 ლარს დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე შერჩეულია,
თუმცა ხელშეკრულების გასაფორმებლად ჯერ არ მიუწვევიათ.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ელიტ
ტექნოლოჯიმ“ მიიღო. მერია მის დოკუმენტაციას თითქმის ორი თვის
განმავლობაში ამოწმებს. შემოწმება 2026 წლის 4 ივნისს დაიწყო და
დღემდე გრძელდება.
ტენდერის საწყისი ღირებულება 750 000 ლარი იყო, თუმცა
კომპანიამ შეთავაზებული ფასი თითქმის 20%-ით შეამცირა და საბოლოოდ 550
000 ლარად გაიმარჯვა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ ქვეითთა
გადასასვლელებს მინიმუმ 3-წლიანი ექსპლუატაციის ვადა უნდა ჰქონდეს.
სამუშაოები სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება და 90 დღეში უნდა
დასრულდეს.
ამავე კატეგორიაში
ქარელში, ყოფილი სამშობიარო სახლის შენობაში, დედათა მონასტერი
გაიხსნა.
კასპის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალაშენებული სკოლა, რომლებსაც
10-წლიანი გარანტია ჰქონდა, უკვე რეაბილიტაციას საჭიროებს.
ველოსიპედით ავარიაში დაშავებული 10 წლის ბაჩო მოედანს დაუბრუნდა,
სადაც თანატოლებმა მას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
კასპში ჭექა-ქუხილიდან სამი დღის შემდეგ დენი კვლავ ხშირად ითიშება,
რის გამოც ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი
დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან
მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები