რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტმა ,,წამყვანის" თანხა შესაბამის პირს არ ჩაურიცხა
შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტის
მიხედვით, გორის უნივერსიტეტმა ,,წამყვანის'' თანხა გადაურიცხა პირს,
რომელსაც წამყვანის მომსახურება არ გაუწევია. სცენაზე მყოფ
ახალგაზრდებს კი ანაზღაურება არ მიუღიათ.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი კი ძირითადად სტუდენტების მიერ
გადახდილი გადასახადებით ივსება. სტუდენტთა ნაწილი ვერც ახერხებს
დროულად გადასახადების გადახდას.
საქმე ეხება ღონისძიებას, რომელიც პარლამენტარ გიორგი
სოსიაშვილის დაფუძნებულია. ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალის
მიხედვით, სცენაზე გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ გორის უნივერსიტეტის
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი ლიზი ბალახაშვილი და
სტუდენტი რატი შუშიაშვილი.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გორის უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის უფროსმა დავით კვერნაძემ გააკეთა. მისი თქმით, თანხა
მართლაც სხვა პირს ჩაერიცხა, თუმცა განმარტავს, რომ ანაზღაურება
რეალურად წამყვანისთვის იყო განკუთვნილი.
,,ქართლის ამბები'' დაუკავშირდა სტუდენტური
თვითმმართველობის წარმომადგენელს, ლიზი ბალახაშვილს, რომელმაც ჩვენთან
საუბარში განაცხადა, რომ არც მას და არც რატი შუშნიაშვილს ანაზღაურება
არ მიუღიათ. „ჩვენ ვეხმარებოდით საჩუქრების გადაცემაში“ – განაცხადა
ლიზი ბალახაშვილმა.
აუდიტის შესწავლის შემდეგ, ვის მოუწევს დაუდასტურებელი
ხარჯის დაბრუნება, ჯერ უცნობია.
ამავე კატეგორიაში
გორში, რესტორან ,,პაბში" დანით ორი პირი დაჭრის ფაქტზე შსს
განცხადებას ავრცელებს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გორში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებმა მოსასმენი
აპარატი აღმოაჩინეს.
დღეს გვიან საღამოს გორის ცენტრში მდებარე რესტორან ,,პაბში"
[ყოფილი შანზელიზე] ორი ადამიანი დანით დაჭრეს
ნაურუს სახელმწიფომ ოფიციალურად უკან გაიწვია აფხაზეთისა და
ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები