რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთ მათგანში მოზარდის ნეშტი აღმოჩნდა.
ადგილზე კომპანია ,,ლეიერკოს'' სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც საბოლოო დასკვნა უკვე მოამზადეს. არქეოლოგიური ანგარიშის მიხედვით, ძვლები ცუდად იყო შემონახული და მკვლევრებმა მხოლოდ ყბის, ლავიწისა და მხრის ძვლის აღება შეძლეს. სწორედ ძვლების ზომისა და შემორჩენილი ყბის ნაწილის მიხედვით, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დაკრძალული ადამიანი მოზარდი იყო.
ანგარიშის მიხედვით, მოზარდი დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, ემბრიონის პოზაში, თავით სამხრეთისკენ. სამარხში მასთან ერთად აღმოჩნდა თიხის ქვაბ-ქოთანი, ერთ ბოლოში გახვრეტილი სალესი ქვა და კაჟის ანატკეცი, კაჟისგან ჩამოტეხილი პატარა, ბასრი ქვის ნატეხი, რომელსაც უძველეს პერიოდში სხვადასხვა იარაღისა და ხელსაწყოს დასამზადებლად იყენებდნენ.
სამარხში ასევე აღმოჩნდა ოთხი ობსიდიანის ანატკეცი. ობსიდიანი ვულკანური წარმოშობის მინისებრი ქვაა, რომლისგანაც უძველეს პერიოდში მისგან საჭრელ და წვეტიან იარაღებს ამზადებდნენ. სამი ასეთი ნატეხი მოზარდის შუბლის არეში, სამარხის იატაკზე იყო განლაგებული, ხოლო ერთი - ხერხემლის ქვეშ.
სამარხში აღმოჩენილი კერამიკის მიხედვით, ორივე სამარხი ადრეული ბრინჯაოს ხანით, დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება.
ამ ეტაპზე უცნობია მოზარდის ზუსტი ასაკი, სქესი, ცხოვრების პირობები ან საქმიანობა. მკვლევრებმა პალინოლოგიური, მცენარეების მტვრისა და სხვა მიკროსკოპული მცენარეული ნარჩენების კვლევისთის ნიმუშები აიღეს როგორც დაკრძალულის სხეულის სხვადასხვა არიდან, ისე ქოთნის შიგთავსიდან.
კრანიოლოგიური, თავის ქალისა და მისი ძვლოვანი მახასიათებლების შესასწავლი მასალა კი ანთროპოლოგიური კვლევისთვის ლაბორატორიას გადასცეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები