დავების განხილვის საბჭოში გორის მერიამ კომპანია შპს „პერფორმერს“ დავა მოუგო.
დავა ,,ქართლის'' სტადიონის შემოღობვას, გარეგანათებას და ტრიბუნების მოწესრიგების შესყიდვას შეეხებოდა.
გორის მერია ითხოვდა, რომ კომპანიას სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტი უნდა ჰყოლოდა.
„პერფორმერმა“ სპეციალისტად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ოდალი გოდერძიშვილი წარადგინა, რომელსაც დიპლომით „მშენებლობის ბაკალავრის“ ხარისხი აქვს. დიპლომის დანართის მიხედვით კი მისი მიმართულება „ხიდები და სატრანსპორტო გვირაბები“ იყო.
მერიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიმართულება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სფეროს არ შეესაბამებოდა და კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
„პერფორმერმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა დავების საბჭომაც საბოლოოდ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი დიპლომი სატენდერო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. საბჭოს აზრით, „პერფორმერმა“ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების მიმართულებით მიღებული განათლება მერიის მოთხოვნას აკმაყოფილებდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები