გორელმა თამარ ქავთარაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 70-დან 70, ქულა მიიღო.
როგორც მან „ქართლის ამბებს“ განუცხადა, სწავლას უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვან პროგრამაზე გააგრძელებს.
„ინგლისურის ეროვნულ გამოცდაზე 70/70 ქულის მიღება ჩემთვის უდიდესი სიხარული და მრავალწლიანი შრომის დაფასებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს შედეგი იმ ცოდნისა და გამოცდილების შედეგია, რომელიც კერძო სკოლა „ეისიში“ მივიღე, სადაც მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში ვსწავლობდი და რომელმაც ცოდნის მიღების, განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საუკეთესო გარემო შემიქმნა.
მიხარია, რომ ეროვნულ გამოცდებზე სხვა საგნებშიც მაღალი შედეგები მაქვს. მიღებული ცოდნით ვაპირებ, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში შევიტანო საკუთარი წვლილი“, ამბობს თამარ ქავთარაძე.
მისი თქმით, წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული როლი მისმა სკოლამ და მასწავლებლებმა შეასრულეს.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ მარიკა ტლაშაძეს, მუდმივი მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის, ასევე ჩემს ინგლისურის მასწავლებელს, ბატონ ბესო ბეჟანიშვილს, რომლის პროფესიონალიზმმა და თავდაუზოგავმა შრომამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.
ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, არასოდეს დაკარგონ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, რადგან შრომა ყოველთვის ფასდება“, აღნიშნავს თამარ ქავთარაძე.
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები