კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმებას აპირებენ.
როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, დღეს უკვე ონკანებში მღვრიე წყალი წამოვიდა.
მოსახლეობის განმარტებით, ხარისხთან დაკავშირებით სჭირდებათ ოფიციალური მტკიცებულება, რომლითაც პასუხისმგებელ პირებს პასუხს მოსთხოვენ.
დოესიდანაა კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი. რამდენიმე დღის წინ სოფლის წარმომადგენელმა გაავრცელა განცხადება, რომ დაზიანებულია სადრენაჟო (წყლის შემკრები) სისტემა.
„ქართლის ამბები“ ჯერ კიდევ 2025 წელს წერდა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლის სინჯები საბავშვო ბაღიდან აიღო, რომლის შედეგი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ბაღის წარმომადგენელმა მაშინ განგვიმარტა, რომ ბავშვებს წყალი სახლებიდან მიაქვთ, ხოლო სოფლის წყალს სამზარეულოში იყენებენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები