რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ახალსოფელში მამაკაცს სანადირო თოფი ჩამოართვეს - სასამართლომ ამოღების ოქმი ძალაში დატოვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს სანადირო თოფი ჩამოართვეს, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, მამაკაცი მანქანით იყო გაჩერებული, როდესაც მასთან პოლიციელები მივიდნენ. სამართალდამცველებმა მანქანის საბარგულიდან სანადირო თოფი ამოიღეს, რის შემდეგაც მამაკაცი ახალსოფლის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც იარაღის ამოღების ოქმი შედგა.

სასამართლო სწორედ აღნიშნული ოქმის კანონიერებას განიხილავდა.

მამაკაცის განმარტებით, ის იმ ადგილას მამას ელოდებოდა, რომელიც ძაღლთან ერთად მინდორში იყო გასული სანადიროდ. მისი თქმით, ტერიტორია მონადირეებისთვის შეკრების ადგილია და თავად ნადირობას არ აპირებდა.

„მითხრეს, წამოდი განყოფილებაში, არაფერია, უბრალოდ, ჯიგრულად გავერკვევით სიტუაციაშიო. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ ვენდე. რა ვიცოდი, თუ ასე გამწირავდნენ“

„31 წლის ვარ, სპორტსმენი, არასდროს პოლიციასთან შეხება არ მქონია. ან როგორ უნდა მენადირა, ცალ თვალზე მხედველობა 20% მაქვს. მამაჩემი გასული იყო მინდორში. მე ვენდე, რომ არაფერი პრობლემა არ იქნებოდა. დაველოდებოდით მამაჩემს ადგილზე და დარწმუნდებოდნენ საკუთარი თვალით“, - განაცხადა მან.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მამაკაცს პოლიციისთვის სიტუაციის ახსნისა და მამასთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

„არ მისცეს მამამისთან დარეკვის საშუალება. იქნებ მოპარული იყო ეს იარაღი? მამამისი როცა დაბრუნდა მანქანასთან, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა? რატომ აღარ დახვდა შვილი ადგილზე? 4 კილომეტრი ფეხით გაიარა, მხოლოდ 4 საათის შემდეგ გაიგო, რომ მისი შვილი პოლიციაში ჰყავდათ წაყვანილი. მივიდა, აუხსნა სიტუაცია. არც კი დაუკითხავთ მამამისი, რომელიც იარაღის მესაკუთრე იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის განმარტებით კი, ტერიტორია, საიდანაც სანადირო თოფი ამოიღეს, სანადირო ტერიტორიას არ წარმოადგენდა.

ამ პოზიციას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ კონკრეტული ადგილი მონადირეების შეკრების ადგილს წარმოადგენს.

„სადაც მანქანებს აჩერებენ, შემდეგ მიუყვებიან არხს და გადიან მინდორში. რომ დალოდებოდნენ მამას, აუცილებლად დარწმუნდებოდნენ, რომ იარაღით სარგებლობდა მონადირე, ხოლო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უბრალოდ მამამისი მიიყვანა სანადიროდ“, = განაცხადა ადვოკატმა.

საბოლოოდ, სასამართლომ იარაღის ამოღების ოქმი არ გააუქმა და ის ძალაში დატოვა.

რაც შეეხება თავად საქმის საბოლოო შედეგს, ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მამაკაცისთვის იარაღის ტარების ბრალდებასთან დაკავშირებით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა,
თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას
ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში
გადაადგილება შეუძლებელია.
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა, თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში გადაადგილება შეუძლებელია.
13:20 / 26.10.2026
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის
შენობის აღდგენა რენტაბელურია.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის შენობის აღდგენა რენტაბელურია.
10:32 / 26.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს
5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

18:32 / 24.10.2026
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
17:52 / 24.10.2026
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ
თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
19:41 / 23.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.