დღეს, გორის თითქმის ყველა კუთხეში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს BMW-ს მარკის ავტომობილების გაჩერებას აიძულებდნენ.
სამართალდამცველები სპეციალური აპარატურით, მანქანების მიერ წარმოქმნილ ხმაურის დონეს ამოწმებდნენ. უცნობია, გამოვლინდა თუ არა რაიმე დარღვევა.
როგორც ცნობილია, 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა ნორმა, რომლის მიხედვით:
,,იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას იწვევს.''
დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.''
იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარს შეადგენს, ხოლო მართვის მოწმობის ქულები 20 ქულით მცირდება. მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას ითვალისწინებს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები