რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურის მე-4 სკოლის 300 მოსწავლე დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის 300 მოსწავლეს, რომელსაც 5 წელია ახალი შენობა ვერ აუშენეს, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ.

ისინი სწავლას ხაშურის I საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. თუმცა, ბავშვები და მოზარდები საორგანიზაციო საკითხების მოგვარებამდე, დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ მეოთხე სკოლის დირექტორმა, ნანა გაგნიძემ, მოგვაწოდა.

„დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავედით, მანამდე, სანამ მე-7 საჯარო სკოლიდან ავეჯს გადმოვიტანთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, ვინაიდან მე-7 სკოლა თავადაც სარემონტოა, პირველ საჯარო სკოლაში გადავიდეთ.

ამ ეტაპზე ავეჯის გადმოტანის პროცესი მიმდინარეობს. ის ავეჯი, რომელიც მე-7 სკოლაში გადავიტანეთ, უნდა შევინახოთ, რადგან პირველ სკოლას საკმარისი რაოდენობის მერხები აქვს.

დღეს მერიამ ტრანსპორტი გამოგვიყო და უახლოეს დღეებში დავილაგებით, რის შემდეგაც სწავლა ისევ სკოლაში გაგრძელდება. ძალიან თბილად და გაგებით დაგვხვდა პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორისი და არანაირი პრობლემა აღარ იქნება, გველოდებიან.

ამ ეტაპზე სკოლაში 300 მოსწავლე გვყავს", - გვითხრა მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა გაგნიძემ.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მე-4 საჯარო სკოლა 2021 წლიდან სასწავლო პროცესს მე-7 საჯარო სკოლის შენობაში აგრძელებდა.

18 სექტემბრიდან ხაშურში კიდევ ერთ სკოლას, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაატოვებინეს შენობა. მათ მე-8 სკოლაში გადაიყვანენ, მანამდე კი ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლებას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
12:04 / 22.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10:50 / 22.09.2026
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
20:27 / 21.09.2026
მუნიციპალიტეტმა სახალხო დღესასწაულისთვის კონტრაქტორთან ხელშეკრულება
უკვე გააფორმა. დოკუმენტში მუსიკოსის მიმართ სპეციფიკური
კრიტერიუმებია გაწერილი, ღონისძიება კი გადათხრილი ქუჩების გამო
ქალაქის ნაცვლად ტყეში გაიმართება.
მუნიციპალიტეტმა სახალხო დღესასწაულისთვის კონტრაქტორთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. დოკუმენტში მუსიკოსის მიმართ სპეციფიკური კრიტერიუმებია გაწერილი, ღონისძიება კი გადათხრილი ქუჩების გამო ქალაქის ნაცვლად ტყეში გაიმართება.
18:28 / 21.09.2026
მრავალმილიონიანი პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ახალი
ინფრასტრუქტურა მოეწყობა. თუმცა, სამუშაოების დაწყებამდე საბავშვო
ბაღების ადმინისტრაციების ნაწილი გაურკვევლობაშია და ზუსტად არ იცის,
რა ბედი ეწევა ძველ შენობებს.
მრავალმილიონიანი პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. თუმცა, სამუშაოების დაწყებამდე საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების ნაწილი გაურკვევლობაშია და ზუსტად არ იცის, რა ბედი ეწევა ძველ შენობებს.
17:54 / 21.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.