ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირის საჯარო სკოლა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ონლაინ რეჟიმში მუშაობს.
ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მარიკა საზანდრიშვილის ინფორმაციით, სკოლაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებას სექტემბრის ბოლომდე ელოდებიან.
„სამუშაოები 27 სექტემბერს დასრულდება, 28 სექტემბერს კი სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ, პირისპირ რეჟიმში განახლდება", - გვითხრა მარიკა საზანდრიშვილმა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ტახტიძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი 24 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლაში უნდა მოხდეს აივნის დახურვა, ფასადის შელესვა, სახურავის შეღებვა და საწვიმარი მილების შეცვლა. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 38 275 ლარია გამოყოფილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები