ქარელში 9 აპრილის მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადატანა იგეგმება. მერიამ შესაბამისი პროცედურების დასაწყებად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მიუხედავად ამისა, უცნობია, ზუსტად სად და როგორ მოხდება მემორიალის განთავსება, რადგან ქარელის მერის მოადგილეს, ლადო სულაქველიძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არ მაქვს ინფორმაცია, არც ადგილი ვიცი, თუ სად უნდა მოხდეს მემორიალის გადატანა. თუ ტენდერია გამოცხადებული, ტენდერი ნათია მაწონაძეს ეცოდინება", - განუცხადა მედიას ლადო სულაქველიძემ.
ჟურნალისტები დეტალების გასარკვევად მერის კიდევ ერთ მოადგილეს, ნათია მაწონაძესაც დაუკავშირდნენ, თუმცა მან გაგზავნილ შეტყობინებას არ უპასუხა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები