რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
„როგორ მივედით აქამდე?“ - სამოქალაქო აქტივისტი გორში Kordz-ის კონცერტის გაუქმებას ეხმაურება

სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი გორში ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა. ფესტივალის ორგანიზატორებმა მიზეზად უსაფრთხოება დაასახელეს, ხოლო თავად მუსიკოსის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროსახელისუფლებო მედიის მხრიდან შეტევებისა და მუქარის ფონზე, კონცერტის ჩატარების გარანტია აღარ არსებობდა.

ფანქველაშვილი სვამს კითხვას, თუ როგორ მივიდა საზოგადოება იმ მდგომარეობამდე, რომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ შემოქმედს საკუთარი კონცერტის ჩასატარებლად უსაფრთხო გარემო აღარ აქვს. ის ღიად მიმართავს მუსიკოს თეონა ცირამუას და აკრიტიკებს მას დუმილისთვის, ისევე როგორც წარსულში, ღონისძიებამდე ორი დღით ადრე Kordz-თან ერთად Open Air-ზე გამოსვლაზე უარის თქმის გამო.

აქტივისტი პირადად გორის მერს, კოტე ბუზალაძესაც მიმართავს. ის აღნიშნავს, რომ მერი თავადაც წერს მუსიკას, შესაბამისად, შემოქმედებითი თავისუფლების ფასი კარგად უნდა ესმოდეს.

„რა გააკეთე იმისთვის, რომ მუსიკოსს კონცერტის ჩატარების უსაფრთხო გარემო ჰქონოდა? არავინ გთხოვს Kordz-ის შეხედულებების გაზიარებას. ხელოვნების თავისუფლება მაშინ ფასობს, როცა ის იმ ადამიანის უფლებასაც იცავს, რომლის შეხედულებებსაც არ ეთანხმები. დღეს Kordz-ის კონცერტია გაუქმებული. მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი კონცერტი“, - წერს თეონა ფანქველაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი,
იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას
სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი, იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
16:37 / 26.09.2026
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის
სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის
სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა,
ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა, ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
12:37 / 26.09.2026
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე
ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის
მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ
ან კითხვებს არ პასუხობენ.
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ ან კითხვებს არ პასუხობენ.
10:58 / 26.09.2026
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის
მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
22:00 / 25.09.2026
გორის ერთ-ერთ უბანში საყოფაცხოვრებო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მაშველების დროული რეაგირების
შედეგად, ინციდენტი დაშავებულების გარეშე დასრულდა.
გორის ერთ-ერთ უბანში საყოფაცხოვრებო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ინციდენტი დაშავებულების გარეშე დასრულდა.
20:00 / 25.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.