თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს მოსამართლის, ირმა გოგოლაძის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელი მეგი გოჩიაშვილი უკანონოდ გაათავისუფლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს უნდა დაუბრუნდეს ის პედაგოგი, რომელიც მასთან აქამდე მუშაობდა. სააპელაციო სასამართლომ ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანების სარჩელი არ დააკმაყოფილა. გაერთიანებას, სამსახურში აღდგენასთან ერთად, ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაც დაეკისრა. ცნობისთვის, მეგი გოჩიაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ლექსო მერებაშვილი იცავდა.
შეგახსენებთ, რომ მეგი გოჩიაშვილი სამსახურიდან 2026 წლის 1 იანვრიდან გაათავისუფლეს. მას ხელშეკრულება ხარჯების დაზოგვის მოტივით აღარ გაუგრძელეს. განმარტების მიხედვით, „ბაღს არ უღირდა ერთი სსმ ბავშვისთვის ხარჯების გაღება.“
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები