რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,ვენესუელაში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ'' - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის
ფოტოზე: ვალერი გელაშვილი ვენესუელაში, 2024 წელი [ტვ ივერია]

ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის. მათ შორის, მშენებარე კორპუსს ,,ტერასა ივერიას", რომელიც ხაშურის ცენტრში შენდება.

როგორც საკრებულოს წევრი ზაზა მეხრიშვილი იტყობინება, ბიზნესმენი მშობლიურ ქალაქში მხოლოდ საცხოვრებელ სახლს იტოვებს.

,,ყველაფერი გააქვს საქართველოდან. მხოლოდ სახლს იტოვებს. სხვა არაფერი ვიცი,"- წერს ზაზა მეხრიშვილი.

მშენებარე ,,ტერასა ივერიას" გაყიდვის შესახებ საჯაროდ ზაზა მეხრიშვილმა ,,ხაშური ჩემი ქალაქიას" ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. 17 სართულიდან აშენებულია უკვე 10 სართული. ზაზა მეხრიშვილის განმარტებით, კორპუსის მშენებლობა გაყიდვამდე არ შეჩერდება.



ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის განცხადებით, ხაშურში ყველა სამეწარმეო საქმიანობას წყვეტს იმ მიზეზით, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დააკისრა, რასაც ქონების დაყადაღება მოჰყვა.

როგორც მან ,,ქართლის ამბებს" სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ასეთ პირობებში, საბანკო სესხებით ვეღარ სარგებლობს, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს და ჰყიდის ბიზნესს. საქმიანობას კი ვენესუელაში გააგრძელებს, სადაც თავს კარგად გრძნობს.

,,ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა. გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ. რატომ და რისთვის, ამის ახსნა-განმარტებას ტელეფონით ვერ დავიწყებ. იცით თქვენ, რომ არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას და რა სიტუაცია იყო ხაშურში." - გვითხრა ვალერი გელაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა ეს სახელმწიფოსგან ზეწოლა არჩევნებში მონაწილეობის გამო, ვალერი გელაშვილი გვპასუხობს, რომ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზეწოლას ვერავინ მოახდენს:

,,არანაირ ზეწოლას აქვს ადგილი. თუ კარგად მიცნობთ, ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს და არც დაიბადება ასეთი ადამიანი. საქმიანობას ვენესუელაში გავაგრძელებ, აქ თავს კარგად ვგრძნობ"- გვითხრა ვალერი გელაშვილმა.



ვალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს, ხაშურში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, სპეციალობით „ფიზიკური კულტურა და სპორტი“.

1981–1982 წლებში მუშაობდა ვილნიუსის ბავშვთა სპორტულ სკოლაში თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელად. მოგვიანებით ბიზნესში გადავიდა და სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა კომპანიებს, მათ შორის V & G-სა და „ევრას“. 1997–1999 წლებში იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

გელაშვილი პირველად საქართველოს პარლამენტის წევრი 1999 წელს გახდა. იგი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატად იყო წარმოდგენილი, მათ შორის 1999–2004, 2004–2006 და 2012–2016 წლებში. 2020 წელს კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა და IX მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

მისი ბიზნესსაქმიანობა განსაკუთრებით უკავშირდება სამშენებლო სექტორს. ბოლო წლებში გელაშვილი ხაშურში სხვადასხვა პროექტშიც მონაწილეობდა. მაგალითად, 2026 წელს BM.GE წერდა, რომ მის მიერ დაფინანსებული ხაშურის „ივერია სინემას“ პროექტში დაახლოებით $2 მილიონი ინვესტიცია იყო ჩადებული
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე
მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E.
coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ
დაბინძურებაზე მიუთითებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E. coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ დაბინძურებაზე მიუთითებს.
09:52 / 04.10.2026
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან
100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან 100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
13:34 / 03.10.2026
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
12:44 / 03.10.2026
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო ოქმი შეადგინა.
10:27 / 03.10.2026
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა
აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000
დოლარი მოითხოვა.
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000 დოლარი მოითხოვა.
18:48 / 02.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.