ხატმწერ ალექსანდრე (ლექსო) ფსუტურს გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ხელოვანი უკვე 20 წელია, რაც ფრესკებზე მუშაობს. მან ფრესკული მხატვრობა 2006 წლიდან დაიწყო და განვლილი პერიოდის განმავლობაში, საერთო ჯამში, 20-მდე ეკლესია აქვს მოხატული.
ალექსანდრე ფსუტურის მიერაა მოხატული გორში მდებარე არაერთი ეკლესია, მათ შორის: წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზის, მთავარანგელოზისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრები.
რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა ტერიტორიებს, მისი ნამუშევრები შესრულებულია ღვლევის, კასპის, აღაიანის, კარალეთის, გარეჯვრის, თორტიზის, ვარიანის, მეღვრეკისის, მერეთის, ქორდის, მეჯვრისხევისა და შინდისის ტაძრებში. გარდა ამისა, ხატმწერის მიერ შესრულებული ფრესკები თბილისში მდებარე ეკლესიებშიც გვხვდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები