ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს დაიწყო და 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია. მეტიც, ობიექტზე უკვე აშენებული ნაწილის დაზიანების კვალი შეინიშნება.
ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად, ინფრასტრუქტურული პროექტი „ქართლის ამბებმა“ მოინახულა. როგორც ობიექტზე განმარტავენ, წვიმამ შენობის ფასადი დააზიანა, რის გამოც მისი ნაწილი ჩამოხსნეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასულ წელს გავრცელებულ ფოტოებზე ფასადი სრულად მთელი ჩანს. ამასთან, სამინისტრო 2025 წლის აგვისტოში ოფიციალურად წერდა, რომ ქვენატკოცაში ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა. თუმცა, ადგილზე დღეს გადაღებული ფოტომასალის მიხედვით, სამუშაოების წინსვლა არ ფიქსირდება.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, პროექტის საერთო ღირებულება, რომელიც სოფელ აბანოს საბავშვო ბაღის მშენებლობასაც მოიცავს, 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. შემსრულებელ კომპანიას — „ნიუ სითი ფროფერთის“ აღნიშნული თანხიდან 2.2 მილიონი ლარი უკვე მიღებული აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 9 სექტემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას ხელშეკრულების ვადა კიდევ 500 დღით გაუგრძელა. შესაბამისად, ქვენატკოცის საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით მოქმედი ხელშეკრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 ივლისი განისაზღვრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები