რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში პენსიონერს ფული მოჰპარეს - მოსამართლემ მრავალჯერ ნასამართლევ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გორში პენსიონერს ბანკომატიდან ფული მოჰპარეს. შემთხვევა „ლიბერთი ბანკის“ წინ, დღის საათებში, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, პენსიონერმა თანხის გამოტანისას დახმარება ითხოვა. გორის პროკურატურის პროკურორის, დემეტრე ზუბაშვილის განცხადებით, პენსიონერთან აღმოჩნდა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელმაც ბოროტად ისარგებლა მდგომარეობით.

პროკურორის თქმით: „მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ წარსულში არაერთი შეღავათი იყო გამოყენებული, მან ახალი დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩაიდინა. საქმეში არსებობს ბანკის თანამშრომელთა ჩვენებები და არის იმის რისკიც, რომ ბრალდებულმა მათზე ზეწოლა მოახდინოს“. მისივე ცნობით, დანაშაული დღის საათებში, ვიდეოკამერების ქვეშ მოხდა, მაშინ, როცა დაზარალებული ბრალდებულისგან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

პროკურორის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბრალდებულმა გაოცებით იკითხა: „თქვენ ისე დამახასიათეთ, ჩემი თავის შემეშინდა... რომელ დანაშაულებზე საუბრობთ? კევის ქურდობაზე რომ დამიჭირეთ? ვიღაც ქალს რომ დაადებინეთ ხელი? ახლა რაც მოხდა, ჩემი შეცდომა იყო და ბოდიშს ვიხდი“.

ამის პასუხად საქმეში მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი ჩაერთო და ბრალდებულს მიმართა: „რომელ კევის ქურდობაზე საუბრობთ? აქ მე ორგვერდიანი მასალები მომიტანეს თქვენი ნასამართლეობის შესახებ... პენსიონერის თანხას ეხება საქმე. 1984 წელს დაბადებული ხართ. ჯერ ცხოვრება წინ გაქვთ. უმჯობესია, გეზრუნათ თქვენს თავზე და მიგეხედათ თავისთვის“.

საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვა შეაწყვეტინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ პროკურორის განცხადებით, პენსიონერისთვის თანხა ჯერ კიდევ არ არის ანაზღაურებული და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იგეგმება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის
„ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და
8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და 8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
11:49 / 09.10.2026
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120
ლარამდე გაზრდაა.
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120 ლარამდე გაზრდაა.
11:02 / 09.10.2026
გორის სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც სამი პოლიციელი მოქალაქეს
შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბრალდებულის თქმით, სამართალდამცველებმა
მასზე წინა დღეებში მომხდარი კამათის გამო იძიეს შური.
გორის სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც სამი პოლიციელი მოქალაქეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბრალდებულის თქმით, სამართალდამცველებმა მასზე წინა დღეებში მომხდარი კამათის გამო იძიეს შური.
22:15 / 08.10.2026
ორივე ძალადობის ფაქტი 6 ოქტომბერს მოხდა. ერთ შემთხვევაში მამამთილმა
რძალსა და საკუთარ მეუღლეზე იძალადა, მეორე შემთხვევაში კი ქმარმა
ცოლს სცემა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-თვიანი
პატიმრობა და პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
ორივე ძალადობის ფაქტი 6 ოქტომბერს მოხდა. ერთ შემთხვევაში მამამთილმა რძალსა და საკუთარ მეუღლეზე იძალადა, მეორე შემთხვევაში კი ქმარმა ცოლს სცემა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-თვიანი პატიმრობა და პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
18:45 / 08.10.2026
თეატრმცოდნე ნინო გაბედავას შეფასებით, წარმოდგენა რუსეთის ნამდვილ
სახესა და ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ასახავს. სპექტაკლი
მოგვითხრობს გალაკტიონ ხოსოლიანის ამაო ბრძოლაზე მეზობლის ღორებისა და
უსამართლობის წინააღმდეგ.
თეატრმცოდნე ნინო გაბედავას შეფასებით, წარმოდგენა რუსეთის ნამდვილ სახესა და ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ასახავს. სპექტაკლი მოგვითხრობს გალაკტიონ ხოსოლიანის ამაო ბრძოლაზე მეზობლის ღორებისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
14:52 / 08.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.