გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ორ სხვადასხვა ფაქტზე დაკავებული მამაკაცების საქმეები საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ორივე ბრალდებულს სასამართლომ 4-თვიანი პატიმრობა და პირობითი სასჯელი განუსაზღვრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორმა ქეთევან დევიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა. ცნობისთვის, ძალადობის ორივე შემთხვევა ორი დღის წინ, 6 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა ცოლს ხელი დაუჭირა, გადაუგრიხა და მუცლის არეში მარცხენა ფეხი ჩაარტყა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, პროკურორის დადგენილების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს მოკვლით ემუქრებოდა. რძლის დაცვა დედამთილმა სცადა, თუმცა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდა. ბრალდებული მასაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ „არ აცოცხლებდა და ყელს გამოჭრიდა“.
აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეთანხმებები დაკავებიდან სულ რაღაც 2 დღეში, 8 ოქტომბერს გაფორმდა. მოსამართლეს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განეხილა, თუმცა შეთანხმების საფუძველზე საქმეების არსებითი განხილვა სასამართლოში აღარ მოხდება.
ორივე ბრალდებულს, რომლებსაც სახაზინო ადვოკატები იცავდნენ, საპატიმროს დატოვება 4 თვის შემდეგ მოუწევთ, რის შემდეგაც მათზე პირობითი სასჯელი გავრცელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები