რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის სასამართლოში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა განახლდა

გორის სასამართლოში პოლიციელების წინააღმდეგ საქმის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებიც საგამოძიებო პროცესში მონაწილეობდნენ, მათ შორის - გამომძიებლები.

სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ პირების დაკითხვა საჭირო არ იყო, რადგან საქმეზე დასაკითხი უფრო მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ.

ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა პროკურორი დემეტრე ზუბაშვილი. მისი თქმით, პრეტენზია სწორედ იმ ადვოკატმა გამოთქვა, რომელმაც თავდაპირველად ამ პირების დაკითხვა მოითხოვა.

„დღეს დაიკითხნენ საგამოძიებო პროცესში მონაწილე პირები. მათ დაადასტურეს, რომ საგამოძიებო პროცედურები კანონის შესაბამისად ჩატარდა. ხუთი ბრალდებულის ადვოკატიდან მხოლოდ ერთმა გახადა მტკიცებულებები სადავო და სწორედ ამიტომ დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც საგამოძიებო პროცესში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა დემეტრე ზუბაშვილმა.

მისი განმარტებით, თუ ადვოკატს პროცესების დაჩქარება სურს, მას შეეძლო მტკიცებულებები უდავოდ ეცნო და დღევანდელი მოწმეების დაკითხვა აღარ გახდებოდა საჭირო.

რაც შეეხება ე.წ. „ოქროს მოწმეებს“, სავარაუდოდ, საუბარია დაზარალებულებზე, რომლებზეც გორში 27 მაისს პოლიციელებმა იძალადეს. საქმეზე მთავარი დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი სასამართლოს ჯერ არ დაუკითხავს, მასთან ერთად მყოფი ლაშა აბისონაშვილი კი გასულ კვირას დაიკითხა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საპროცესო შეთანხმების საკითხი არ განხილულა. წინა სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას ყველა ადვოკატმა მიმართა, თუმცა უწყებას ამ საკითხზე საბოლოო პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია.

გორში, 2026 წლის 27 მაისს, პაპუნა ლოცულაშვილისა და მისი მეგობრის, ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ექვსი პოლიციელია ბრალდებული:

  1. ვლადიმერ გოდერძიშვილი;

  2. ივანე (ვანიკო) მისირელი;

  3. გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი;

  4. ალექსი ბადალოვი;

  5. ბესო მალაციძე;

  6. საბა წაველიძე.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლები იმ კადრების მიხედვით დააკავეს, რომლებიც ჟურნალისტებმა გადაიღეს. მომდევნო სხდომაზე სასამართლო სწორედ ამ ვიდეოკადრებს გამოიკვლევს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის
სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის
რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები
ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას
ითვალისწინებს.
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას ითვალისწინებს.
13:11 / 17.11.2026

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების
განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 
დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში
დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

11:37 / 17.11.2026
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში
ელექტროენერგია გაითიშა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.
10:25 / 17.11.2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის
მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან
პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
19:13 / 16.11.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა
გამოიყენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
18:13 / 16.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.