რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ყველა უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.

„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ, სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ 2 ბიულეტენს - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ 2 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს. გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებში. შესაბამისად, ისინი მიიღებენ თითო, პროპორციული არჩევნების ბიულეტენს“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი.

საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.