რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
საპირფარეშოში მცხოვრები ნაზი საათაშვილის ოჯახის პრობლემის მოსაგვარებლად მერია გამგეობის თანადგომას ითხოვს
ქალაქის ბაზრის საპირფარეშო მცხოვრები საათაშვილების პრობლემის მოგვარებაში ქალაქის მერია თანადგომას რაიონის გამგეობისგან ითხოვს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცეტრს მერიის სოციალური სამსახურიდან აცნობეს.

გუშინ, ღამით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვით, ბაზრის საერთო საპირფარეშოს შესასვლელში ნაზი საათაშვილი და მისი ძმა, თამაზ საათაშვილი ცხოვრობენ.

მათ, ორი დღის წინ,, ფლავისმანელი სოსო აზალაძე და მისი ფეხმძიმე მეუღლე შეიკედლეს.

ნაზი საათაშვილი ქალაქ გორის მერიისგან დახმარებას იღებს. მერიამ, სადგურის დასახლებაში, ბინა, სწორედ, მას უქირავა.

რაც შეეხება ოჯახის დანარჩენ 9 წევრს, ისინი, მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში არიან რეგისტირებული.

,,შესაბამისად, მათთვის შესაბამისი დახმარების მიღება გამგეობის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. მერია მაქსიმალურად ცდილობს ქალბატონ ნაზის დახმარებას" - გვითხრეს მერიაში.



ნაზი საათაშვილმა სოფელ ზეღდულეთიდან ორი ძმა, ძმის მეუღლე 6 მცირეწლოვანი შვილით ამ ბინაში დაასახლა.

აღნიშნული ბინა (ერთსართულიანი მოძველებული სახლი) 2013 წლიდან დაუქირავეს.

ნაზი საათაშვილი არსადაა რეგისტირებული. იგი, ფაქტობრივი მისამართის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოდანაც ყოველთვიურ დახმარებას იღებს.

10 სულიან ოჯახში ცხოვრობენ:

ნაზი საათაშვილი - მუშაობს საპირფარეშოს მოლარედ, იღებს სოციალურ დახმარებას.

გია საათაშვილი (ძმა) - მუშაობს დაფუფთავების სამსახურში, იღებს სოციალურ დახმარებას. ჰყავს დევნილი მეუღლე და 6 შვილი. ელოდება მეშვიდე შვილს.

თამაზ საათაშვილი (ძმა) - უცოლშვილო. არ იღებს სოციალურ დახმარებას. ბინა მიატოვა და იძინებს საერთო საპირფარეში. დღე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვირთების გადამზიდავად მუშაობს, ხოლო ღამის საათებში სანაგვე ურნებიდან ბოთლებს აგროვებს. ზამთრის პერიოდში ღუმელი თან დაჰქონდა ურიკით და იმით თბებოდა.

სოციალური პირობები მერიისგან დაქირავებულ ბინაში მძიმეა. სივიწროვეს ემატება სინესტე.

და-ძმებს შორის კონფლიქტი გახშირდა. ბინა ჯერ თამაზ საათაშვილმა მიატოვა, შემდეგ, ნაზი საათაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი
და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.