რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ევროკავშირის დახმარებით გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა და გაიხსნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცენტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროგრამის"პოლონეთის დახმარება საქართველოს 2017" ფარგლებში გაკეთდება.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთადერთია იმ თვითმმართველობებს შორის, რომელმაც ყველა საკონკურსო პირობა დააკმაყოფილა და სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო." - აცხადებენ გამგეობაში.

დაგეგმილია შენობის გარემონტება და შესაბამისი ინვენტარიზაცია. სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი არა მხოლოდ გორის, არამედ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ბენეფიციარებსაც მოემსახურება.

პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრის გარემონტებისთვის 467 604 ზლოტია (300 ათას ლარზე მეტი) გამოყოფილი. ცენტრი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნება.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკვე რამდენიმე თვეა თანამშრომლობს პოლონეთში რაჩიეჰოვიცეს და გოლდაპის მუნიციპალიტეტებთან. პოლონელ პარტნიორებს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრების ფუნქციონირების არაერთი წარმატებული მაგალითი აქვთ, გორის მუნიციპალიტეტისთვის კი ეს სიახლეა სადაც პოლონური მხარის გამოცდილების გაზიარება მოხდება." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი

მისივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანამშრომლობს პოლონურ თვითმმართველ ერთეულებთან და სხვა არაერთი პროექტი აქვს წარდგენილი როგორს პოლონურ ისე ევროკავშირის ფონდებში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.