რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის გმირები შიდა ქართლიდან
9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეა. ეს დღე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იმ ადამიანებით დაინტერესდა, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისთვის გმირის წოდება მიენიჭათ და დღეს ცოცხლები არ არიან.

ოფიციალურად, ცნობილია, რომ საქართველოს მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის გმირის წოდება 164 ადამიანს მიენიჭა. ამათგან, ზოგს სიცოცხლეშივე, ზოგს კიდევ - სიკვდილის შემდეგ.

მოვიძიეთ გორში, ქარელში, კასპსა და ხაშურში იმ ადამიანების ფოტოები და ისტორიები, რომლებიც გმირის წოდებას ატარებდნენ.


 

სოგრატ ალექსის ძე გალუსტაშვილი:

დაიბადა გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში 1920 წელს. დაამთავრა 10-წლიანი საშუალო სკოლა. 1940 წელს საბჭოთა არმიაში ჩაეწერა.

1941 წლიდან მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიოში ომში - საბჭოთა კავშირის სამხრეთ - აღმოსავლეთ; სამხრეთ-დასავლეთ; სამხრეთის ფრონტებზე, მათ შორის, სტალინგრადთან. დაჭრილი იყო სამჯერ, ამათგან, ორჯერ სერიოზულად.

1944 წლის 16 მარტს მდინარე დნეპრი, თანამებრძოლებთან ერთად, ,,ტყვიამფრქვევით" გადალახა და ორი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარეს სროლით აკავებდა.

იმ დროს, როდესაც ტყვია-მასალა გაუთავდა, მოწინააღმდეგე მხარემ, ეს შეამჩნია. ალყა შემოარტყეს საბჭოთა მეომრებს და ტყვედ ჩაგდება მოისურვეს.

სოგრატ გალუსტაშვილმა და დანარჩენმა მეომრებმა შეძახილით ,,ურა", მოწინააღმდეგე მხარესთან ხელჩართული ბრძოლა  გამართეს.

ამ ბრძოლაში გალუსტაშვილმა ჰიტლერის მებრძოლთა მეთაურს საკუთარი იარაღი პირადად წაართვა.

ორი დღის განმავლობაში საბჭოთა არმიის მებრძოლებმა, სოგრატ გალუსტაშვილის მონაწილეობით, ოთხი კონტრშეტევა მოიგერიეს. ის ხელში დაიჭრა.

1944 წლის 3 ივნისს, საბჭოთა კავშირის რუმინეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში მამაცობისათვის მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. მას, ასევე, სტალინგრადის დაცვისთვის ბრძოლაში მიენიჭა მეორე მედალიც.

მეორე მსოფლიო ომის ორგზის გმირის სახელობის ქუჩა დღეს გორში კვლავ არსებობს. გარდაიცვალა 1981 წელს, სოფელ ქვახვრელში.


ბაგრატ ზაქარიას ძე ზუმბულიძე


დაიბადა 1905 წელს, გორში. ის საავიაციო პოლკში ბელორუსიისა და ბალტისპირეთის მიმართულებით იბრძოდა.

შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული ფრენა.

1944 წლის 29 ივნისს ზემლანდის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ომის შემდგომ წლებში მუშაობდა თბილისის აეროფლოტში. გარდაიცვალა 2000 წელს.






გიორგი ივანეს ძე თვაური

დაიბადა 1920 წელს კასპის რაიონის სოფელ წინარეხში.

იყო მფრინავი და მეორე მსოფლიო ომში ბომბავდა მოწინააღმდეგე მხარის ობიექტებს.

განსაკუთრებული მამაცობა ბელორუსიის ფრონტზე გამოიჩინა.

მის სახელზე 148 გაფრენა და მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურება ირიცხება.

გარდაიცვალა 1999 წელს.



სარდიონ დავითის ძე  ქოზონოვი

დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ სუქანაანთ უბანში 1911 წელს.

იბრძოლა ცენტრალურ ფრონტზე. 1943 წლის 21 ოქტომბერს მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი საზრიანობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.

პირადი მადლობა საბჭოთა ბელადის სტალინისგან დაიმსახურა.

სარდიონ ქოზონოვმა მიიღო ბრძანება, რომ წითელი არმიის მოსვლამდე გადაელახა მდინარე დნეპრი და მეორე ნაპირი გაემაგრებინა. ორ თანამებრძოლთან ერთად, ტყვიამფრქვევებით გადალახეს მდინარე ნავი. მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს. პოზიციების გამაგრება შეძლეს, თუმცა, გერმანიის ჯარისკაცების კონტრშეტევებს დანარჩენმა ორმა ვერ გაუძლო. ქოზონოვი გადარჩა.

ომის შემდეგ, ცნობილი არტილერისტი საქართველოში დაბრუნდა და კოლმეურნეობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. 1991 წელს დაწყებული კონფლიქტის დროს იძულებული გახდა სოფელი მიეტოვებინა და ვლადიკავკაზში საცხოვრებლად წასულიყო, სადაც 1994 წელს გარდაიცვალა.




პაპუაშვილი გიორგი იოსების ძე 


დაიბადა 1913 წელს ხაშურის რაიონის სოფელი დუმაცხო. ის ომში 1943 წელს გარდაიცვალა.

1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დუნაის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.

ლეიტენანტმა გიორგი პაპუაშვილმა, 1943 წლის 5 დეკემბერს, ოსტატურად და ორგანიზებულად გადალახა მდინარე დუნაი, უნგრეთის ქალაქ ერჩთან.

მდინარის მეორე ნაპირზე პლაცდარმი, ძირითადი ძალების მოსვლამდე უნდა გაემაგრებინათ.

პირადად, მისი ხელმყუმბარებით ტყვიმფრქვევის ორი წერტილი განადგურდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა კიდეც.





სამხარაძე გრიგოლ სევასტის ძე  

დაიბადა 1917 წელს ხაშურის რაიონის სოფელი წაღვლში.

1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის;

კერძოდ, მან ტყვიამფრქვევით გაანადგურა მოწინააღმდეგე მხარის ორი მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და საბჭოთა ფეხოსან პოლკს გზა გაუხსნა.

ომის შემდეგ ცხოვრება საქართველოში, გაგრაში გააგრძელა, კოლმეურნეობაში მუშაობდა და გარდაიცვალა 1965 წელს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.