რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ბერშუეთთან ახალი ბანერების დადგმის გამო საპროტესტო აქციები გაიმართება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან 8 და 14 ივლისს საპროტესტო აქციები გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფის წევრები ავრცელებენ.

სტუდენტების ნაწილი კარვების გაშლას შაბათს გეგმავს და კვირას 9 ივლისს დაასრულებენ. ხოლო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ადგილზე 14 ივლისს ჩავლენ.

ინფორმაციას მუნციპალიტეტის გამგეობაში ჯერ არ ფლობენ.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ანა ჯაფარიძე ამბობს, რომ ნებართვის შემთხვევაში 8 ივლისს საღამოს ბერშუეთთან დაბანაკდებიან.

მედიის მიერ დღეს ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად ახალი მწვანე ბანერის დამონტაჟების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ გააგზავნა საპატრულო ჯგუფი ადგილზე არსებული ვითარების დასადგენად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა, მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების და მონტაჟება გასული კვირის განმავლობაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა თანახმად, ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა 2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე ).

მიუხედავად ამისა , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით , ( მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით) და ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს .

ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია მოხდეს 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგ შეხვედრაზე .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს საბორდერიზაციო ქმედებებზე ზედმიწევნით დაკვირვებას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა"" თიღვის გამგეობას
15:38 / 02.07.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.