რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციამ ხე-ტყის გაჩეხვისა და რეალიზაციის ფაქტზე 7 პირი გამოავლინა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ასევე, სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტები გამოავლინეს.

სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ხოლო ოთხს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგინეს.

კერძოდ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, 1983 წელს დაბადებული კ.ც. ამხილეს და მისი ავტომობილიდან 1.5 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ამოიღეს, რომელიც მას ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. ფაქტზე გამოძიება სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობაზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ლ.ქ. ამხილეს და მისი კუთვნილი „ფორდ ტრანზიტიდან“ 3 მ3 საშეშე მერქანი ამოიღეს, რომელიც მას გორის რაიონის სოფელ ღვარებიდან ხიდისთავის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. გამოძიება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით).

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს, რომელსაც გორში 22 მ3 წიწვოვანი ხის დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლი).

ამასთან, პოლიციამ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე 4 პირი ამხილა. კერძოდ,

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან, 1978 წელს დაბადებული ბ.ფ. უკანონოდ ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტზე ამხილეს. მას ბორჯომიდან თბილისისკენ „ფორდ ტრანზიტით“ 1,2 მ3 წიწვოვანი ხის უსაბუთო დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა.

ამავე ბრალდებით, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ზ.ყ. ამხილეს. მხილებულს გორის რაიონის სოფელ ბნავისიდან ხიდისთავის მიმართულებით, უსაბუთოდ, 2,8 მ3 ვერხვისა და რცხილის ჯიშის საშეშე მერქანი გადაჰქონდა.

უკანონოდ ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა ასევე ხიდისთავში, სადაც სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული გ.ვ. 2 მ3 საშეშე მერქნის უსაბუთოდ გადატანის ფაქტზე ამხილეს და ხაშურში, სადაც პოლიციამ 1992 წელს დაბადებული გ.ა. ამხილა, რომელსაც ავტომანქანა „ნივით“ 1მ3. წიწვოვანი ხის მასალა გადაჰქონდა.

ოთხივე შემთხვევაზე, მხილებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მეორე პრიმა მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით დაჯარიმდნენ (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა).
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.