რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
4-წლიანი რემონტის შემდეგ ქვემო ხვითის საბავშვო ბაღი საწყობად იქცა (Video)
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის დირექტორი და მისი თანმხლები პირები ქვ. ხვითის საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ მოქალაქეს, გორიდან გასვლისას, წინასწარ აფრთხილებენ, რომ ძაღლი დაბმული დაახვედროს.

მოდარაჯე ძაღლი საბავშვო ბაღის შენობას ქურდებისგან იცავს, რადგან ინვენტარი და სხვა საშუალებები არავინ წაიღოს. უცხო სტუმრებს, მათ შორის, საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებს არ სცნობს და შენობაში არ უშვებს. ამ ძაღლის პატრონი კი, ის ადამიანია, რომელიც ბაღის შენობაში ცხოვრობს. დაახლოებით, 7-8 წლის წინ, საცხოვრებელი სახლი დაენგრა და დროებით ბაღის შენობაში შეასახლეს.

ქვ. ხვითის ბაღის დირექტორი მაია გურასპაშვილი ერთი თვეა რაც ხელმძღვანელად დაინიშნა. მან უკვე რამდენიმე საყვედური მიიღო და დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანებში გაერთიანების დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლებს:

,,დაჟინებით მთხოვდა ბაღების გაერთიანების დირექტორი, რომ საბავშვო ბაღი 20 ოქტომბერს გაგვეხსნა. შეუძლებელია, ამ საბავშვო ბაღის გახსნა ამ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ, მოსაწესრიგებელია ბევრი რამ. რაც მთავარია, არ არის გათბობა და ელენერგიაც არაა შეყვანილი" - აცხადებს საბავშვო ბაღის დირექტორი მაია გურასპაშვილი.

აღსაზრდელების მშობლები, ასევე, აცხადებენ, რომ ამ პირობებში ბავშვებს არ ატარებენ.

შენობის პირველი სართული საწყობადაა ქცეული. არ არის გარემონტებული კედლები, არც იატაკია მოწესრიგებული.

გარემონტებულია მხოლოდ მეორე სართული, სადაც ორი ოთახი დაახლოებით 50 ბავშვზეა გათვლილი. აღნიშნულ შენობას რემონტი მიმდინარე წელს ინდმეწარმე ჯემალ ჭოველიძემ ჩაუტარა, რომელმაც დაახლოებით 34 500 ლარი დახარჯა. ამ თანხით, ქვემო ხვითის გარდა, ფხვენისისა და ბერშუეთის საბავშვო ბაღები გაარემონტა.



ამათგან, ქვემო ხვითისა და ფხვენისის (მეზობელი სოფლები) საბავშვო ბაღები ჯერ არ გახსნილია. ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ხდება ბერშუეთის საბავშვო ბაღში.  მუნიციპალიტეტის გამგეობის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნუგზარ ინჯია ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი დაკისრებული მოვალეობას არ ასრულებს.

,,რამდენჯერაც ავედი, ადგილზე არ დამხვდა, ასევე, არ პასუხობს ჩემ სატელეფონო ზარებს" - აცხადებს ინჯია. მისი თქმით, ბაღის დირექტორმა ჯერ მხოლოდ საყვედური მიიღო. რაც შეეხება საბავშვო ბაღის გახსნას:

,,რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ჩვენს გარეშე არ გაიხსნება. გახსნის წინააღმდეგი წავიდნენ აღსაზრდელების მშობლები. ისინი ითხოვენ ბუნებრივი აირით გათბობას, რაც მიმდინარე წელს არ ესწრება" - აცხადებს ინჯია.


გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულა: ,,რაც ევალდებოა კომპანიას, გააკეთა. ეს იყო მცირე ზომის სამუშაოები" - აცხადეს იგი.


მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟთან დაკავშირებით, ტენდერები ჩავარდა: ,,ახლა, როგორც ვიცი, გამოცხადებული აქვს ბაღების გაერთიანებას ტენდერი და მოხდება სისტემის მონტაჟი' - აცხადებს ტარიელ მაისურაძე. საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს, ქვემო ხვითისა და სხვა საბავშვო ბაღების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერები არ გამოუცხადებია.

,,ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ მოხდეს ელექტროქურებით გათბობა. რაზეც არ გვთანხმდებიან" - აცხადებს ინჯია.







Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026
წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,

გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,

11:15 / 25.11.2026
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ
საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის

10:09 / 25.11.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული
გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს

19:26 / 24.11.2026
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და
ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.

„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.

16:05 / 24.11.2026
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში 81 წლის ელენე სიუკაევის
ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ქარელის სოციალური
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელახალი
გადამოწმების შედეგად ოჯახს იმაზე დაბალი ქულები მიენიჭა, ვიდრე
აქამდე ჰქონდა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში 81 წლის ელენე სიუკაევის ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელახალი გადამოწმების შედეგად ოჯახს იმაზე დაბალი ქულები მიენიჭა, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
13:36 / 24.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.