რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
პოლიციის მაღალჩინოსნებმა იმიტირებულ ქალაქში ,,ჯენტლმენობა" გამოიჩინეს (VIDEO)
შს სამინისტრომ,  ქალაქ გორში, სახალხო დღესასწაულზე - „გორის დღეები 2017“ იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩვენი ქალაქია“ წარადგინა..

ღონისძიება, წვიმიან ამინდში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, მოეწყო. აქციას შს სამინისტროს მაღალჩინოსნები: მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი ესწრებოდნენ. მათ საკუთარი ქურთუკები ქალ თანამშრომლებს ჩააცვეს.

იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:

სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.

საექსპერტო–კრიმინალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩასატარებელი ინვენტარით აღჭურვილი, მოძრავი ლაბორატორია.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. იმიტირებული ქალაქის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია კი მათ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, დათა ქაჯაიასთან ერთად, ვირტუალურ რბოლაში მონაწილეობა მიეღოთ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახალისო შემეცნებით-გასართობ კუთხეში ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაათვალიერეს და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ისრიალეს. მათ უსაფრთხოებაზე კი შსს-ს მეხანძრე-მაშველები ზრუნავდნენ.
„112“-ის „კოსმოსურ ხომალდში“ მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბავშვებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დაახვედრა. დაცვის პოლიციამ „დაცულ ქუჩაზე“ ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების სპეცავტომობილები, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტი განათავსა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“ და „დეფენდერი“, ასევე, საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: „ფორდ-ინტერსეპტორი“, საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და „სეგვეი“.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ კი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო, იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.