რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შლაგბაუმის 15-წუთიანი დაკეტვის გამო კასპის ქუჩები ცემენტმზიდებით გაივსო
ქალაქ კასპში, ცემენტმზიდებმა ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობაზე შეაფერხეს.
ამის მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის 15-წუთიანი შეზღუდვა
გახდა.
სააკაძის ქუჩაზე 20-მდე სატვირთო მანქანა გაჩერდა. მძღოლები მატარებლის გავლას ელოდებოდნენ.
კასპიცემენტის შესასვლელი ფარნავაზის ქუჩაზე გადის. დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობა ცემენტის მანქანების შესასვლელის გაუქმებას და მის გადატანას ითხოვს. ამის თაობაზე არაერთი აქცია მოეწყო. მიუხედავად ამისა, ცემენტის ქარხნის ადმინისტრაცია ამ პრობლემას არ აგვარებს.
ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სატვირთო მანქანების მოძრაობა ერთის მხრივ სახლების ვიბრაციას იწვევს, მეორეს მხრივ კი, მანქანებს ქარხნიდან ცემენტის მტვერი გამოაქვთ და ჰაერის დაბინძურებას იწვევს.
ჯერ კიდევ, 2016 წლის გაზაფხულზე, ,,ჰაიდელბერგცემენტის" ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მსხვილი ინვესტიციის პირობებში მოხდებოდა საწარმოს განახლება და მოსახლეობისგან იზოლირება. კერძოდ, 2016 წლის 18 მაისს, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა 120 მილიონი ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. მხარეებს შორის საბოლოო ხელშეკრულება 2016 წლის ივნისში გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში, 100 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია კასპის ქარხანაში ახალი, მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დანერგვას ხმარდება. დამატებით 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ბეტონის და ინერტული მასალების ქარხნების ქსელის გაფართოვებას საქართველოს მასშტაბით ითვალისწინებს. საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.
ამ ხნის განმავლობაში ფარნავაზის ქუჩის მოსახლეობა ქარხნის ახალი შესასვლელის (მოსახლეობისგან დაშორებით )გახნის პერსპექტივას ვერ ხედავს.

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები