რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში ახალი საფეხბურთო კლუბი დაარსდა
ქალაქ გორში ახალი საფეხბურთო კლუბი ,,გორი - WARRIORS" ჩამოყალიბდა, სადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე, სხვადასხვა ასაკის მოზარდები არიან გაწევრიანებული. მათ შორის, 12 წლის გიორგი, რომელიც სავარჯიშოდ სპორტულ სკოლაში ბებიამ, ლილი ბიბილაშვილმა მიიყვანა.

ბებია გიორგის რამდენჯერმე მიეხმარა, უფრო მაშინ, როცა ბურთი მოედნის ხაზიდან გადავიდა. ქალბატონი ლილი ამბობს, რომ რადგანაც მოზარდის მშობლები მუშაობენ, სავარჯიშოდ გიორგის წაყვანა მას მოუწია: ,,კარალეთიდან ჩამოვედი, თვითონ ბავშვები და მშობლები გორში ცხოვრობენ." - ამბობს ქალბატონი ლილი.

საფეხბურთო კლუბი ,,გორი - WARRIORS" მას შემდეგ დაარსდა, რაც თავდაპირველად თბილისში ,,WARRIORS" ჩამოყალიბდა. აქ სპორტულ თერაპიას გორიდან 15 ბავშვი გადიოდა. გორის მერიის გადაწყვეტილებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ანალოგიური სახის აქტივობის განხორციელება გორშიც დაიწყეს.

პროექტში სულ 6-დან 15 წლამდე ასაკის 49 ბავშვია ჩართული: ქ. ბათუმში 26 ბავშვი, ქ. თელავში 16 ბავშვი, ქ. რუსთავში 20 ბავშვი და ქ. გორში 15 ბავშვი.

,,ჩვენი მიზანია განვავითაროთ ბავშვთა სპორტული და ინტელექტუალური შესაძლებლობები. ბავშვები დაეუფლონ მიზანდასახულობას, ბრძოლისუნარიანობას, გუნდურ მუშაობას და შეიძინონ ახალი შეტყობინებები, რათა მათი ცხოვრება გახდეს უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი." - აღნიშნავენ კლუბის წარმომადგენლები.

საფეხბურთო კლუბი „ვორიორსი“ შეზღუდული შესაძლებლობის და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 6-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის 2016 წლის 21 მარტს საქართველოში პირველად დაარსდა, რომელმაც მოზარდებთან ერთად შექმნა მათზე მორგებული სავარჯიშო პირობები, რაც აისახება ბავშვთა სპორტულ განვითარებაზე, კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, ფიზიკურ გაჯანსაებაზე და ხელს უწყობს მათ სრულ ინტერგრაციას სოციალურ გარემოში.

კლუბში ბავშვებთან მუშაობენ სერთიფიცირებული მწვრთნელები, ფსიქოლოგები, ექიმები, კვირაში ორჯერ ტარდება ფიზიკური სახის სხვადასხვა ვარჯიშები მათ მიერ შემუშავებული მეთოდებით. მოქმედებს კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ითვალისწინებს კომპიუტერის სწავლებას, სახვით ხელოვნებას, ხატვას, ჭრა-კერვას, ქარგვას, ძერწვის შესწავლას.

ორგანიზაციის ვებსაიტი http://warriors.gweb და ფეისბუკის გვერდი „საფეხბურთო კლუბი „WARRIORS“ შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სადაც ასახულია ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაიბა, ისტორია, ვარჯიშები, მიღწევები.

პროექტმა დაიმსახურა სპეციალური ჯილდო „2016 წლის საუკეთესო სოციალური პროექტისათვის“.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.