რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში წიგნის - ,,პოლიტიკა და დემოკრატია: აუცილებელი საკითხავი II" პრეზენტაცია გაიმართა
,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (EECMD), გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა წიგნის - "პოლიტიკა და დემოკრატია: აუცილებელი საკითხავი II" პრეზენტაცია, რომელსაც, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობი სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მომხსენებლებელთა შორის გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული და, ამავე დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური იყო. მან აუდიტორიას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თეორეტიკოსის, გილიერმო ო’დონელის სტატია ,,დელეგაციური დემოკრატია' გააცნო.

,,ნაშრომი, რომელიც მე წარმოვადგინე 1994 წელსაა დაწერილი, თუმცა ნათლად ასახავს საქრთველოს დღევანდელ რეალობას და პრეზენტაციისას სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბრე დელეგაციურ დემოკრაქტიაზე, რომელიც ძირითადად მმართველობის საპრეზიდენტო მოდელს ეხება. ავტორი არ გამორიცხავს, რომ დემოკრატიის ეს ტიპი საპარლამენტო მოდელის ქვეყანაშიც იყოს, თანაც უფრო ძლიერი გავლენით. სტატიაში ,,დელეგაციური დემოკრატია“ ავტორს წარმოდგენილი აქვს, როგორც ინსტიტუციონალიზებულ დემოკრატიამდე საკმაოდ გრძელი მისასვლელი გზა, რომელიც საჭირო ნაბიჯების არ გადადგმის შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა ისევ ავტორიტარულ რეჟიმს დაუბრუნდეს. სწორედ ამ საკითხებზე გავაკეთე აქცენტები ნაშრომის წარდგენისას, რომელიც შესაძლოა სახელმძღვანელოდაც იყოს გამოსადეგი ზოგიერთი ქვეყნისთვის მისი განვითარების გზაზე." - ამბობს ნინო ჩიბჩიური.

გამოცემა კიდევ 6 გავლენიანი მოაზროვნის ტექტსების ქართული ვერსიებს შეადგენს. დემოკრატიის სკოლაში მათ შესახებ მოხსენებები მოამზადეს:

- პოლიტიკური იდეები მე-20 საუკუნეში, ისაია ბერლინი - გიორგი გამდლიშვილი
- გეოპოლიტიკის სიმძიმე, რობერტ კაგანი - ზაზა ჭიპაშვილი
- დელეგაციური დემოკრატია, გილიერმო ო’დონელი - ნინო ჩიბჩიური
- დემოკრატია და სახელმწიფოს ხარისხი, ფრენსის ფუკუიამა - არინა თავაქარაშვილი
- საჯაროსა და კერძოს დიქოტომიის ფემინისტური კრიტიკა, ქეროლ პეიტმანი - მარიამ ბაინდურაშვილი
- ევროპული ლიბერალური წესრიგი საფრთხეშია, ტიმოთი გარტონ ეში - გიორგი ედიშერაშვილი
- ევროკავშირის მნიშვნელობის გააზრება: კოსმოპოლიტური ევროპისკენ, იურგენ ჰაბერმასი - ნანუკა ფერაძე

ესეები სხვადასხვა დროს ტიტულოვან საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნდა და დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიაზე.

პრეზენტაციის პარალელურად წიგნი ,,დემოკრატია და პოლიტიკა“ მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.