რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები შშმ პირთა სკოლას ესტუმრნენ
16-დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შშმ პირთათვის გათვალისწინებულ სკოლას ესტუმრნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მისიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მისიის წევრებმა მოსწავლეებთან განათლებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს: ,,ყველა შევთანხმდით, რომ მშვენიერია სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა" - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

16-დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ აქციას ასევე ,,თეთრი ლენტის" აქციას უწოდებენ.

,,ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში სერიოზულ პრობლემად რჩება - მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია ამას შევეწინააღმდეგოთ . სწორედ ამიტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად უჭერს მხარს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიან გლობალურ კამპანიას" - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

"თეთრი ლენტის " კამპანია 25 ნოემბრიდან ( ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე ) დაიწყო 10 დეკემბრამდე ( ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე) გრძელდება.

წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კამპანიის თემაა: "აქტივიზმის 16 დღე: განათლება ყველასთვის უსაფრთხო გავხადოთ". განათლება საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც სიღარიბის აღმოფხვრის, ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინაპირობა და ამით ქალებისა და გოგონების გაძლიერება - ყველაფერი ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს შეესაბამება.

თეთრი ლენტები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. თეთრი ლენტის ტარება იმის პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს მასზე - სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ლენტს ატარებენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თბილისის , ზუგდიდის , გორის და მცხეთის ოფისებიდან კამპანიის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას ახორციელებენ, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხელს უწყობენ ღონისძიებებს სკოლებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე მართავს განხილვებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მამაკაცებსა და ქალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიციასთან, სამხედროებთან და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.