რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მეცენატი, რომელმაც დევნილებს წიწაკა გაუგზავნა, რუსეთის მოქალაქეა
კარალეთის დევნილთა დასახლებაში დარიგებული წიწაკის მეპატრონე, რუსეთის მოქალაქე დავით რობანიშვილია. ამის შესახებ მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია. რობანიშვილი შპს ,,ახალი ბაღის“ დირექტორია, რომელმაც 20 ჰა-ზე სანერგე მეურნეობა სოფელ პატარა გარეჯვარში (კარალეთის თემი) გააშენა.

,,ახალი ბაღის“ ამჟამინდელი მფლობელები არიან დავით და ტარიელ რობანიშვილები (მამა-შვილი, ორივე რუსეთის მოქალაქე) და იოსებ ფარეხელაშვილი (20%).

კარალეთის დევნილთა დასახლების წარმომადგენელი კახა მაისურაძე ამბობს, რომ წიწაკა დევნილებს, სწორედ, სანერგე მეურნეობამ დაურიგა. მისი განმარტებით, სატვირთო მანქანით, ,,ახალი ბაღისგან“ გამოგზავნილი პროდუქტი მის სახლში დაცალეს, საიდანაც გაანაწილეს.

,,რაკი ჩემი სახლიდან განაწილდა ეს წიწაკა, სწორედ, ამიტომ დაუკავშირეს ამ ფაქტს ქურთის მუნიციპალიტეტი, თორემ, ეს წიწაკა ხელისუფლებას არ დაურიგებია, ეს დაარიგა მეურნეობამ.“ - აცხადებს მაისურაძე.

წიწაკის დარიგებაში სანერგე მეურნეობის როლს კატეგორიულად უარყოფს ამავე მეურნეობის იურისტი სოსო ბაინდურაშვილი. მისი თქმით, წიწაკა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე არ მოუყვანიათ, არამედ, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საკუთარ ნაკვეთში მოიყვანა, რომელიც მეურნეობის გვერდით მდებარეობს.

ფოტოზე: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შპს ,,ახალი ბაღის" დამფუძნებლების შესახებ:





,,დავით რობანიშვილს არ სურს ამ ქველმოქმედების გამო საჯაროდ გამოჩენა. ის უბრალოდ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და საკუთარი მოსავალი დაურიგა დევნილებს. წიწაკა თავის კუთვნილ ნაკვეთში მოიყვანა“, - აცხადებს სოსო ბაინდურაშვილი.

რაც შეეხება შპს ,,ახალ ბაღს“, ის 2013 წლის ივლისში დაფუძნდა და იმავე წელს დაფინანსება, სახელმწიფოსგან მიიღო. პატარა გარეჯვარში მაშინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა და მასშტაბური პროექტის განხორციელება მიულოცა.

დავით რობანიშვილი 2013 წელს ,,ახალი ბაღის“ 50%-იანი წლის მფლობელი იყო, დანარჩენი 20%- იოსებ ფარეხელაშვილს, ხოლო 30% - გოდერძი აკოფაშვილს ეკუთვნოდა. საწარმოში წილების ბოლო ცვლილება 2017 წლის იანვარში განხორციელდა. ამ ცვლილების მიხედვით, 80% მამა-შვილს (რუსეთის მოქალაქეები - ტარიელ და დავით რობანიშვილი) ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 20%-ი იოსებ ფარეხელაშვილს, ადგილობრივ მკვიდრს. რაც შეეხება კუთვნილ ნაკვეთს, დავით რობანიშვილს 5 ჰა-ზე ოდნავ მეტი ფართობის ნაკვეთი კარალეთის თემში ნამდვილად აქვს, რომელიც 2017 წლის 8 დეკემბერს, წიწაკის დარიგებიდან 3 დღით ადრე შეიძინა.

ფოტოზე: ამონაწერი მიწის ნაკვეთის შეძენის შესახებ, შესყიდულია 2017 წლის 8 დეკემბერს



წიწაკა დევნილებმა 2017 წლის 11 დეკემბერს მიიღეს. მათ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი სახლები დატოვეს. 





ქვემოთ ფოტოკოლაჟში იხილეთ სანერგე მეურნეობის მიერ მოყვანილი პროდუქტების ამსახველი ფოტოსურათები.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.