რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში
დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორი
თანამშრომელი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი.
2017 წლის 27 დეკემბერს ზემოაღნიშნულ პირს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი გამოართვეს.
2017 წლის 28 დეკემბერს, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი,რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამავე კატეგორიაში
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ
„მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად
დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს მიმდინარე თვეს დატოვებს. 2024
წლის 25 ნოემბერს დაკავებული გიგაური აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული
მომავლისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა,
რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით,
სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის
სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ
მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის
გადაწყვეტილება მიიღო.
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული
ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები