რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში 2017 წლის სპორტსმენები, მსაჯი, ორგანიზატორი, დარბაზი და მწვრთნელი დაასახელეს
2017 წლის სპორტსმენად გენო პეტრიაშვილი დასახელდა. ხუთეულში კი, - ლადო ხინჩეგაშვილი, (რომელიც წლის სპორტსმენი 2015 წელს იყო) ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი მოხვდნენ.

დაჯილდოების ცერემონია გორის თეატრის დარბაზში  გაიმართება. დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო სპორტსმენები. დაჯილდოვდნენ ასევე ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებმაც გორის სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამშეს.

წლის შემაჯამებელი ცერემონია გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად ჩატარდა.

,,სპორტული გორი 2017"-ის დაჯილდოების ცერემონიას  საქართველოს მთავრობის, სამინისტროების და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, აგრეთვე სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციათა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნომინაცია - წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი.

გიორგი გეგელაშვილმა წლევანდელ სეზონში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლება.

ნომინაცია – წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა. გახდა – თავისუფალის სტილის მოჭიდავე მარიამ კარელიძე.

მარიამ კარელიძე – წლეულს კადეტთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მისი შედეგი ისტორიულია, პირველია ვინც ჭიდაობაში ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს მედალი მოუტანა.

ნომინაცია – წლის საუკეთესო არაოლიმპიელი სპორტსმენ გახდა მოჭიდავე, ძიუდოისტი და სამბისტი – პაატა ღვინიაშვილი.

პაატა ღვინიაშვილი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანია, სამბოში კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახლავთ. წლევანდელი წელიწადი პაატამ საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობაზე ბრინჯაოს მედლით, 90 კგ-ში კი ოქროს მედლით დაასრულა.

ნომინაცია – წლის საუკეთესო მსაჯი გამარჯვებულია – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ,,ა" კატეგორიის არბიტრი ნიკოლოზ ზაუტაშვილი.

ნიკოლოზ ზაუტაშვილი საჭიდაო სამყაროში ცნობილი გვარის წარმომადგენელია. თავადაც ჭიდაობდა, სპორტსმენის კარიერის შემდეგ კი მსაჯობა დაიწყო, გაიარა არაერთი სემინარი, თუ გამოცდა და ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ,,ა" კატეგორიის მსაჯის წოდება მიიღო.

ნომინაცია – 2017 წლის საუკეთესო შეჯიბრების ორგანიზატორი - საუკეთესოდ დასახელდა – ევროპის 19 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, სადაც ჩატარდა ამ ჩემპიონატის გახსნის და ფინალური მატჩები.

წლეულს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლა, მათ შორის გამორჩეული იყო ევროპის 19 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი. ორგანიზების თვალსაზრისით აქ გამართულ მატჩებს მაღალი შეფასება მისცეს როგორც ქვეყნის, ისე უეფას მესვეურებმა.

მომდევნო ნომინაცია – წლის საუკეთესო დარბაზი დასახელდა – გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი.

გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი ყველაზე დატვირთული დარბაზია როგორც შეჯიბრებების, ისე სპორტსმენთა რაოდენობით. გარდა ამისა სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით ამ დარბაზში უკვე სერიოზული ნაბიჯები იდგმება – წლის განმავლობაში ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად აქ 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის გუნდი ჩამოდის. მენეჯერი ანზორ თენაძეა.

შემდეგი ნომინაცია – წლის საუკეთესო მოთამაშე-მწვრთნელი გამარჯვებულია – მოჭადრაკე და მწვრთნელი, ციალა ქასოშვილი.


ციალა ქასოშვილი ვიდრე მწვრთნელობას დაიწყებდა 1980, 1981, 1988 წლებში უკვე ფლობდა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს. 20 წელიწადია მოღვაწეობს მწვრთნელად, ამასთან 5 წელიწადია სენიორებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობს და ამ ხნის მანძილზე ჩემპიონის ტიტული არ დაუთმია. ის გახლავთ სენიორებში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც.

ნომინაცია – 2017 წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა გორის,,ჯიქი".

გორის რაგბის კლუბი ,,ჯიქი~ თბილისში დაარსდა, თუმცა 5 წელიწადია, რაც გორის გუნდი გახდა. 2017 წელს მაისში დასრულდა დიდი 10-ს სეზონი, რომელშიც ჩემპიონის ტიტული გორის ჯიქმა მოიპოვა. პრიზი გადაეცა `ჯიქის~ მთავარ მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს.

ნომინაცია წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა – ლადო ხინჩეგაშვილის და გენო პეტრიაშვილის მწვრთნელი ნუგზარ სხირელი.


წლეულს მისმა შეგირდებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები დაიმსახურეს – მსოფლიოს ჩემპიონი გახდა გენო პეტრიაშვილი, ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი. გარდა ამისა ისინი გახდნენ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები.

ნომინაცია წლის  ,,ხუთეული" დასახელდნენ:


ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი - ლადო ხინჩეგაშვილი.

ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.

ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი.

ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებასა და საკლუბო ჩემპიონატებზე – ნუგზარ ტატალაშვილი.

,,სპორტული გორი 2017-ის ნომინაციაში წლის საუკეთესო სპორტსმენია - გენო პეტრიაშვილი.


გენო პეტრიაშვილმა წლეულს სამჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება – ამ ტიტულის მფლობელი გახდა იგი დიდებში, 23 წლამდელებს შორის და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატებზე. გარდა ამისა გენო იყო 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი და დიდებში ბრინჯაოს პრიზიორი.

ანა შეპკინას ფოტო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.