რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
2018-2020 წლისათვის ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების რვა ახალ პროექტს დააფინანსებს
დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში უმასპინძლა ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იყო 2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეული რვა პროექტი “დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ევროპული ინსტრუმენტისა” (EIDHR) და “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების” (CSO/LA) მხარდაჭერის ფარგლებში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელმაც ხაზგასმით ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე: „სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ევროკავშირისათვის, როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ადგილობრივად, საქართველოში. წარმოდგენილი რვა პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაძლიერებას და ადამიანთა უფლებების გამტკიცებას.“

შერჩეული რვა პროექტის მონაწილეებმა იმსჯელეს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე და წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობები და გააქტიურდეს მათი ჩართულობა საზოგადოებაში. შერჩეული პროექტების მიზანია უზრუნველყოს საზოგადოების იმ დაუცველი ფენის მხარდაჭერა, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ფსიქიკური აშლილობის მქონდე ადამიანები, ბავშვები და ეკონომიურად გაჭირვებული ადამიანები, და ასევე გააძლიეროს საზოგადოებაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა.

ევროკავშირი და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

ევროკავშირს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია, კარგი მმართველობა და ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების პროცესები.

აღნიშნული მიმართულებების დაფინანსება ხორციელდება ორი ცალკეული ინსტრუმენტის მეშვეობით: “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტი” (EIDRH) და “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის ინსტრუმენტი “(CSO/LA). აღნიშნულ სექტორებში საქმიანობისათვის, 2017 წელს გამოცხადდა საგრანტო კონკურსები და დაფინანსებისათვის შერჩეულ იქნა რვა პროექტი (თითოეული ინსტრუმენტიდან 4).

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტი (EIDHR)

საქართველოში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) მიერ სამოქალაქო საზოგადოების დახმარება ხორციელდება 2003 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელდა 164 მცირე და საშუალო პროექტი, რომელთა მთლიანი ბიუჯეტი 45 მილიონ ლარს (15 მილიონი ევრო) შეადგენდა. მიუხედავად მცირე ზომის გრანტებისა, “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტის” პროექტები ინოვაციურია და საქართველოს საზოგადოაბისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში უახლესი საგრანტო კონკურსი, რომელიც გაიმართა 2017 წელს, მიზნად ისახავდა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ადამიანთა სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვასა და დემოკრატიზაციაზე ზოგადად. 72 განცხადებიდან მხოლოდ 4 პროექტი დაფინანსდა (მთლიანი ბიუჯეტი 4.5 მილიონი ლარი/1.5 მილიონი ევრო).

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლება (CSO/LAs)

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების (CSO/LAs) ინსტრუმენტი საქართველოში მოქმედებს 2003 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, განხორციელდა მთელი რიგი წარმატებული პროექტების დაფინანსება დაახლოებით 27 მილიონი ლარის (9 მილიონი ევრო) ოდენობით. ეს ინსტრუმენტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანოზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას მმართველობისა და განვითარების პროცესების გაძლიერების კუთხით, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ დონეზე.

2017 წლის კონკურსის ფარგლებში, დაახლოებით 5 მილიონი ლარის (1,7 მილიონი ევრო) გრანტით დაფინანსდა 3 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და 2 მილიონი ლარის (740.000 ევრო) გრანტით - საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ წარმოდგენილი ერთი ადგილობრივი ხელისუფლების პროექტი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.