რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კასპის ხელისუფლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარი თქვეს
კასპის ხელისუფლებას თანამედროვე ტექნოლოგიების უგულვებელყოფაში და
საბჭოური, ჩამორჩენილი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ. კერძოდ,
კომპანია ,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენლების ცნობით, მერიამ უარი თქვა
სამუშაოების ალტერნატიულ მეთოდზე, რომლითაც, მაგალითად, ქარწიხის
დასახლებაში თავიდან აცილებული იქნებოდა ქუჩების გადათხრა.
საქმე ეხება გურამიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს, სადაც, ახალი მილების ჩასაწყობად, კასპის მერიამ ჭების და თხრილის გაკეთება ამჯობინა ექსკავატორით; გრუნტის დამუშავება ხელით, ხოლო ამორტიზირებული ასბესტის მილების გატანა ნაყარში.
,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ სამუშაოების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა ,,გადათხრის გარეშე"
„ტექნოლოგიები გადათხრის გარეშე“ გულისხმობს უახლესი, არატრადიციული მეთოდის მეშვეობით ახალი მილსადენების გაყვანას და ელექტრო კაბელების გარსაცმის გაყვანას. ამორტიზირებული საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყალმომარაგების, გაზის მილების და ა.შ. ჩანაცვლებას ახლით და დიამეტრების გაფართოვებას. კასპის მერიის მიერ დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს მხოლოდ ღია ხერხის მეთოდს და არ არის მითითებული ალტერნატიული ტექნოლოგია, რაც ზღუდავს ჩვენს უფლებებს და არ გვაძლევს მონაწილეობის საშუალებას. ჩვენი კომპანია მოითხოვს ამ ტენდერის შეჩერებას და პირობების შეცვლას, რათა შეძლოს ისარგებლოს თანაბარი უფლებით და მიიღოს მონაწოლეობა ტენდერში ალტერნატიული მეთოდის გამოყენების." - აღნიშნავს ,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენელი დიმიტრი ბახტაძე.
საქართველოს შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიას დაავალა გადაეხედა სატენდერო მოთხოვნებისთვის და, შესაბამისად, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის იქნებოდა ეფექტური და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ფინანსური ხარჯების გაწევაც მისაღები იქნებოდა.
კასპის მერიის კოლეგიამ, 7 კაცის შემადგენლობით, 14 აპრილს იმსჯელა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით საკანალიზაციო მილების მონტაჟი მიუღებელია. მათი აზრით, აღნიშნულ ქუჩებზე არ არის ასფალტი და შესაბამისად გაბურღვის მეთოდს არ საჭიროებს. ხოლო ღია მეთოდით (თხრილების გაკეთება და ექსკავატორის მუშაობა) უფრო ეფექტური და ადვილია. აქედან გამომდინარე, კომპანია ,,კომბესტ ჯეო" კასპის ხელისუფლებამ მომსახურებაზე უარი განუცხადა.
პ.ს. კასპი ერთ-ერთი ის ქალაქია, სადაც ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი’’ გაიხსნა. ცენტრის მიზანია რეგიონში თანამედროვე განათლების ტენდენციების და ინოვაციების დამკვიდრება.

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები