რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში სვიმონ კანანელის გზაზე მიმავალმა სასულიერო პირებმა გაიარეს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან 4 მაისს მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე“ დაიწყო. სასულიერო პირებმა დღეს გორი გაიარეს.

მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ეწყობა.

სასულიერო პირები 23 მაისს, წმინდანის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე წირვა-ლოცვას აღავლენენ.

ისტორიული ცნობები:

10 (ახალი სტილით 23) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულის სიმონ (სვიმონ) კანანელის ხსენების დღეს.

პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში კი ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ ზეიმის შუაში დაუმთავრდათ ღვინო, იესომ შეიტყო რა ამის შესახებ, ბრძანა, რომ მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგ ჩაესხათ წყალი, სასწაულის შემდგომ სუფრის თამადამ გასინჯა რა ღვინო, პატარა ისაყვედურა, რომ სანამ მეინახეები დათვრებიან, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო.

სვიმონმა იხილა რა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი (მოშურნე), რომლითაც განასხვავებდნენ სიმონ-პეტრესგან. მოგვიანებით იმ ადგილას სადაც კანას გალილეაში აღსრულდა პირველი სასწაული წმიდა მოციქულთა სწორმა ელენამ ტაძარი ააგო.

ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. გზად ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.

ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი (ახლაც ამჩნევია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი. გადმოცემის მიხედვით, 55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი
ხელს უწყობს
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს
21:09 / 22.09.2026
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026
წლის ზაფხულში კასპის
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში კასპის
17:38 / 22.09.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
12:04 / 22.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10:50 / 22.09.2026
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
20:27 / 21.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.