რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
26 მაისისთვის გორში ქართული ესტრადის ვარკვლავებს ელოდებიან
გორში საქართველოს დემოუკიდებლობის 100-წლისთავთან დაკავშირებით
საზეიმო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, საესტრადო კონცერტი საღამოს 19:40 სთ-დან დაიწყება, სადაც მონაწილეობას შემდეგი მომღერლები მიიღებენ: ოთო ნემსაძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე და ნიკოლ–შოუ.
საზეიმო კონცერტში ,,ალილოც" ჩაერთვება. კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მისალოცი სიტყვით გახსნიან.
საზეიმო ღონისძიებები ქალაქში დილის 12 საათიდან დაიწყება. მას ანსამბლი ,,გორი" გახსნის, რომლის წევრები სპეციალურად 26 მაისისთვის კლიპს ამზადებენ. შემდეგ მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის პრეზენტაციას მოაწყობს.
14:30 სთ-იდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ქორეოგრაფიული ფესტივალია დაგეგმილი. ის ანსამბლ ,,ნართების" და ანსამბლ ,,გორის" ერთობლივი კონცერტით 16 საათიდან გაგრძელდება.
16:00 სთ-დან 19:30 სთ–მდე ენერგეტიკის სამინისტრო სპეციალურად მომზადებული ღონისძიებებით წარსდგება. ყოველივე ამის შემდეგ კი, ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით დაიწყება კონცერტი. ის 21 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.

ამავე კატეგორიაში
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი
ხელს უწყობს
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026
წლის ზაფხულში კასპის
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები