მინისტრის მოადგილემ საუბარი, გორის სასათბურე მეურნეობის პერსპექტივების შესახებ, დაიწყო. ,,ფაქტობრივად, საპარნიკე მეურნეობამ წაგებაზე იმუშავა" - აღნიშნა მან. იქვე დასძინა, რომ ასეთი ტიპის მეურნეობის შექმნისას, თავის დროზე, რეგიონების თავისებურებები არ გაითვალისწინეს.
მინისტრის მოადგილის ანგარიშიდან გაირკვა, რომ ევროკავშირის ბაზარზე გორის თევზს (სავარაუდოდ საკალმახე თევზს) დიდი პერსპექტივები აქვს. ასეთი პერსპექტივით თაფლიც სარგებლობს.
,,სპეციალური ლაბორატორიები შენდება, რომ ევროპის ბაზარზე ხარისხიანი და შემოწმებული პროდუქცია გავიდეს. ასეთია თევზი და თაფლი. გორის თევზს დიდი პერსპექტივა აქვს" - აღნიშნა გოჩა ცოფურიშვილმა.
შიდა ქართლში საირიგაციო სისტემების მოწესრიგების მიზნით 2015 წელს ორჯერ მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე გასულ წლებში. ნადარბაზევის წყალსაცავს (გორის რაიონი) რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აშენდება თეძამის წყალსაცავი (კასპის რაიონი). იგეგმება შაქრის ჭარხლის წარმოება.
,,ვმუშაობთ იმაზე, რომ თითო სოფელი თითო სფეროში დასპეციალიზირდეს." - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
იხ. გოჩა ცოფურაშვილის გამოსვლის ჩანაწერი:

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები