რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქარელში დეპუტატ მაკრახიძის ოჯახის კომპანიას დაჯარიმება ემუქრება
კომპანია ,,შარას", რომელმაც სოფელ ზღუდერში
ახალი ასფალტი დააგო, დაჯარიმება ემუქრება. ამის შესახებ შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მერის მოადგილის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის თქმით, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა ხარვეზები აღმოაჩინა. ხარვეზების აღმოფხვრის გამო, კომპანიას ობიექტის ჩაბარება დააგვიანდა. მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 10 სექტემბერს უნდა გაფორმებულიყო.
,,არ იყო სერიოზული ხარვეზები. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გზის გასწვრივ არსებული ბეტონის ღარები, ასფალტის დონესთან შედარებით, დაბლა იყო. პრობლემა მაშინ იქნებოდა, ასფალტის საფარის დონე დაბალი რომ ყოფილიყო. რაც შეეხება დაგვიანებას, დაგვიანების პერიოდი სულ რაღაც 2-3 დღეა." - აღნიშნავს ნუგზარ დაბრუნდაშვილი.
ამ ეტაპზე, კომპანიასა და მერიაში ,,ოპტიმალ გრუპის" ინჟინრების მიერ შედგენილ დასკვნას ელოდებიან. ,,ოპტიმალ გრუპი" საზედამხედველო ორგანიზაციაა.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დაგვიანების გამო კომპანია ,,შარას" ანაზღაურება ჯერ არ მიუღია. მომუშავე პერსონალს კი, ხელფასები არ მიუღია.
კომპანია ,,შარა" გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახის წევრებმა დააფუძნეს.

ამავე კატეგორიაში

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal

,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''

დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები